აღქმა

აღქმა

ფუნდამეტური ფსიქოლოგიური პროცესი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების გარემოსადმი მიმართებას ახასიათებს. ა. სხვა მოქმედი პირის ან პირების შესახებ ვარაუდს წარმოადგენს. ეს ვარაუდი მათ გარკვეულ განზრახვებს მიაწერს, რომელთა მიხედვითაც გადაწყვეტილების მიმღები თავის მოქმედებას განსაზღვრავს. რობერტ ჯერვისი მიჩნევს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში გადაწყვეტილების მიღებისას ესა თუ ის მოქმედი პირი იძულებულია წინასწარ გაზიარებული რწმენისა და დაშვებული ვარაუდების საფუძველზე იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მეტისმეტად დიდი ინფორმაციული ნაკადის ტყვეობაში აღმოჩნდება. კონკრეტული გადაწყვეტილების მიზეზების ძიებისას საჭირო ხდება იმ ,,ხედვის“ სამეცნიერო რეკონსტრუქცია, რომლითაც გადაწყვეტილების მიმღები ვითარებას აღიქვამდა. ა-ის ფაქტორის გამოყენება საერთაშორისო პოლიტიკის ანალიზისას საერთაშორისო ურთიერთობებში სოციალური მეცნიერებების მეთოდების შემოტანას უკავშირდება.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……