ახალი მედიევალიზმი

ახალი მედიევალიზმი

მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი ჰიპოთეზური ალტერნატიური ფორმა, რომელიც ჰედლი ბულმა დაამუშავა. მან არ გამორიცხა ,,ვესტფალიის სახელმწიფოთა სისტემის“ იმგვარი ცვლილება, რომელიც შუა საუკუნეების დასავლური ქრისტიანული სამყაროს მრავლობითი იურისდიქციების, დანაწევრებული ხელისუფლებისა და ურთიერთგადამფარავი იდენტურობების თანამედროვე პოლიტიკურ სისტემაში საერთო ფორმით დანერგვას გამოიწვევდა. ამდაგვარ სისტემაში ძალაუფლება უფრო ჰორიზონტალური იქნებოდა, ვიდრე ვერტიკალური, მოქალაქე კი ერთდროულად რამდენიმე საფეხურის ხელისუფლებას დაექვემდებარებოდა და რამდენიმე იდენტურობას აღიარებდა, მაგ., ქვეყნის შიდა რეგიონის დონეზე, სახელმწიფო დონეზე, სახელმწიფოთა გაერთიანების დონეზე და საკაცობრიო დონეზე. ამგვარ სცენარს თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის ხუთი დამახასიათებელი თვისება უქმნის საფუძველს: რეგიონული ინტეგრაცია, სახელმწიფოთა დაშლა, საერთაშორისო ძალადობის აღდგენა, ტრანსნაციონალური კორპორაციების გავლენის ზრდა და გლობალიზაციის პროცესის დაჩქარება.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……