ბაზისი და ზედნაშენი

ბაზისი და ზედნაშენი

ისტორიული მატერიალიზმის ერთ-ერთი ძირითადი კატეგორიები, რომელიც შეიმუშავა კ. მარქსმა. ბ. წარმოადგენს საზოგადოების ეკონომიკურ წყობას მისი განვითარების გარკვეულ ეტაპზე, საზოგადოებრივ საწარმოო ურთიერთობათა ერთობლიობას. ყოველ ბ-ს აქვს თავისი შესაფერისი ზედნაშენი – პოლიტიკური, რელიგიური, ფილოსოფიური, სამართლებრივი და სხვა. შეხედულებებისა და მათი შესაბამისი დაწესებულებების ერთობლიობა. ბ. პირველადი და განმსაზღვრელია ზ-ის მიმართ. ეს უკანასკნელი ემსახურება გაბატონებული ბ-ის განმტკიცებას.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……