ბანკი

ბანკი

E. bank

Fr. banque

G. bank

It. banco ფარდული, ზარაფი

საკრედიტო-საფინანსო დაწესებულება, რომლის მთავარი ფუნქციაა დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების აკუმულაცია (პასიური ოპერაციები) და მათი გაცემა კრედიტის სახით დროებით სარგებლობაში ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე (აქტიური ოპერაციები). დეპონენტის დაინტერესების მიზნით შეტანილ ანაბარზე ბანკი იხდის განსაზღვრულ პროცენტს, ხოლო კრედიტის გაცემისას დებიტორს გაცილებით მაღალ პროცენტს ახდევინებს. დაკისრებული ფუნქციების მიხედვით ასხვავებენ: ეროვნულ (ცენტრალურ), ინოვაციურ, იპოთეკურ, კომერციულ, საინვესტიციო და ა.შ. ბანკებს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……