ბენეფიციარი

ბენეფიციარი

E. beneficiary, appointee

L. beneficium წყალობა

1. პირი, რომლის სასარგებლოდაც იხდიან ფულს და გასცემენ აკრედიტივს; სადაზღვევო პოლისის მიმღები;

2. „აქციათა მესაკუთრე”, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი ან რეგისტრირებული მფლობელის წარმომადგენელი და რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერ შემდეგ მოთხოვნას: ა) არის ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მფლობელი, გარდა ნომინალური მფლობელისა; ბ) წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ნებას რთავს ნომინალურ მფლობელს, იმოქმედოს მისი ინტერესებისათვის; გ) იღებს ფულად მოგებას, როგორც ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე; დ) აქვს ფასიან ქაღალდთან დაკავშირებული ხმის განკარგვის უფლება; ე) აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება, გახდეს ფასიანი ქაღალდის ბენეფიციარი მესაკუთრე.

See also: მესაკუთრე აქციის (ბენეფიციარი)

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ბენეფიციარი – პირი, რომელიც დასახელებულია (მაგ. ხელშეკრულებით) მატერიალური სარგებლის მიმღებად.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

3. ბენეფიციარი – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი.   Source: საქართველოს კანონი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, 2003 წლის 6 ივნისი, მუხლი 2;   სოციალური დახმარების მიმღები.   Source: საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 4. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……