ბიზნეს-გეგმა

ბიზნეს-გეგმა

E. business plan

დოკუმენტი, რომელშიც ფორმულირებულია საწარმოს მიზნები უახლოეს 3-5 წლის განმავლობაში, რომელიც უნდა შეიცავდეს: საწარმოს საქმიანობის აღწერას, ისტორიას, ფირმის საკვანძო თანამდებობაზე მყოფი პირების შესახებ მონაცემებს; ბაზრისა და საწარმოს ბიზნეს-სეგმენტის დახასიათებას; შესაძლო ძირითად მომხმარებლებისა და იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლითაც საწარმო აპირებს შეთავაზებული საქონლის სავარაუდო მყიდველის დარწმუნებას (მარკეტინგისა და გაყიდვების გეგმა); საწარმოს კონკურენტული უპირატესობების საფუძველი (კონკურენტების შანსებთან შედარებით წარმატებების მიღწევის უპირატესობის არგუმენტაცია); მიზნები, რომლის მიღწევასაც აპირებს საწარმო 3-5 წლის შემდეგ: ბაზრის წილი, გაყიდვების მოცულობა, მოგების მოცულობა, ფულად სახსრებზე მოთხოვნა, ტექნოლოგიის გაუმჯობესება; პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება; ფულად სახსრებზე მოთხოვნის, მათი წყაროების ზედმიწევნითი ანალიზი, რომელიც მოიცავს აგრეთვე ყველაზე ცუდი ვარიანტის ანალიზს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……