ბიზნეს გეგმების შემუშავება 577 235 400 , კონსულტაციები

ბიზნეს გეგმების შემუშავებაში -ში გამოგადგებათ მასალები , რომლებიც ამ საიტზეა განთავბული > https://biznes-gegma.medgeo.net/ .

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :
● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა

ინფორმაცია საგრანტო კონკურესების შესახებ
● საგრანტო განაცხადების შევსება
● საგრანტო,სალიზინგო, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს გეგმების შემუშავება

დაგეგმვა ბიზნეს გეგმის შემუშავებით  იწყება

ბიზნეს-გეგმა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს მომავალი საქმიანობის ყველა ძირითადი ასპექტი და გაანალიზებული ყველა ის პრობლემა, რომელსაც კი შეიძლება შეხვდეთ მომავალ საქმიანობაში, ამ პრობლემების გადაწყვეტის შესაძლო ხერხებისა და მეთოდების ანალიზით.

ბიზნეს-გეგმა მომავალი საქმიანობის ისეთი დოკუმენტია, რომელიც განაზოგადებს ბიზნესის დაწყებისათვის ან გაფართოებისათვის შესაძლებლობათა ანალიზს მოცემულ კონკრეტულ  სიტუაციაში და რომელიც ნათელ წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ მოცემული საწარმოსფირმის მენეჯერს როგორ აქვს განზრახული გამოიყენოს ეს შესაძლებლობები. ბიზნეს-გეგმა საწარმოს, ფირმას, საშუალებას აძლევს გაერკვეს თავისი საქმიანობის ზრდის პერსპექტივებში, განჭვრიტოს ის შესაძლო ცვლილებები და პრობლემები, რომლებიც წარმოიშობა მომავალში, კონტროლი გაუწიოს მიმდინარე ოპერაციებს და შეაფასოს თავისი ბიზნესის პროგრესული დონე.

ბიზნეს-გეგმა მეწარმეებსა და ფინანსისტებს ეხმარება, შეისწავლონ მომავალი ბაზრის ტევადობა და მისი განვითარების პერსპექტივები, შეაფასონ ყველა ის დანახარჯი, რომელიც მოსალოდნელია ბაზრისათვის საჭირო პროდუქციის დამზადებისა და რეალიზაციისათვის, შეუთანაზომონ ეს ხარჯები რეალიზაციის შესაძლო ფასებს, რათა საბოლოო ჯამში განსაზღვრონ განსახორციელებლად ჩაფიქრებული საქმის პოტენციური მომგებიანობა; აღმოაჩინონ ყველა შესაძლო წინააღმდეგობა («წყალქვეშა ქვები»), რომლებიც კი შეიძლება წინ გადაეღობოს საქმეს მისი განხორციელების პირველ წლებში; განსაზღვროს ნიშნები, მაჩვენებლები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ყოველთვის იცოდნენ საქმე აღმავლობისაკენ მიდის თუ დაცემისაკენ, ჩაშლისაკენ. სწორად შედგენილი ბიზნეს-გეგმა საბოლოო ჯამში პასუხს იძლევა კითხვებზე: ღირს თუ არა საერთოდ დაბანდებული იქნეს ფული მოცემულ საქმეში და ანაზღაურდება თუ არა და შრომითი, მატერიალური და ფინანსური დანახარჯები როგორი სიდიდით.

ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება, მისი მასშტაბების მიუხედავად, ბიზნეს- გეგმის გარეშე ემსგავსება უკომპასო გემს, რომელიც განწირულია დაღუპვისათვის. უფრო მეტიც, უკომპასო გემმა სხვადასხვა ბუნებრივ-კლიმატური ფაქტორების წყალობით შეიძლება მიაღწიოს დანიშნულ პუნქტს, მაგრამ ღრმად გვწამს, რომ ბიზნეს- გეგმის არ მქონე საწარმო ვერასოდეს ვერ მიაღწევს რესურსების ეფექტიან გამოყენებას,  ეს რესურსები თვალსა და ხელს შორის გაუქრება და თვითონ გაკოტრდება, დაიღუპება. მით უმეტეს, რომ საერთოდ ბუნებაში რესურსები შეზღუდულია.

ბიზნესში წარმატება იზომება რეალიზებული პროდუქციის მოცულობით

ბიზნესში წარმატება იზომება რეალიზებული პროდუქციის მოცულობით, შრომითი, მატერიალური და ფინანსური რესურსების სრული დასაქმებით, საზოგადოებისათვის მოტანილი სიკეთით, სარგებლით და მოგებით, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ჩამოთვლილი კომპონენტებიდან ხან ერთი ღებულობს მეტ-ნეკლებ მნიშვნელობას, ხან მეორე, მაგრამ ყველაფერი ამის საწინდარი, დასაწყისი ეტაპი, საფუძველი მაინც ბიზნეს-გეგმა არის.

ძნელია დაასახელო ადამიანის საქმიანობის სფერო, სადაც ბიზნეს-გეგმას უდიდესი მნიშვნელობა არა ჰქონდეს. მაგრამ, მაინც ჩამოვთვალოთ ზოგიერთი ისეთი მწვავედ აქტუალური ამოცანა, რომლის გადაწყვეტაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში, განსაკუთრებით დღეს, ჩვენთან, შეუძლებელია ბიზნეს გეგმის გარეშე. ეს ამოცანებია:

  • მეწარმეობისა და ბიზნესის ახლად დაწყება;
  • არსებული და ახლად შესაქმნელი საწარმოების, ფირმებისა და სხვათა მიერ შეკვეთების მომზადება კრედიტების მისაღებად ბანკებში;
  • სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის ან იჯარით აღების შესახებ წინადადებების მომზადება;
  • კერძო ფირმების, საწარმოების და სხვათა შექმნის პროექტების დამუშავება, რის გარეშეც ახალ მეწარმეთა გაკოტრების რისკის ხარისხი ძალიან დიდია;
  • მოქმედი საწარმოების განხორციელების სახეების, მიმართულებებისა და ხერხების შერჩევა;
  • ახალი სახის პროდუქციის გამოშვების ორგანიზაცია;
  • პრივატიზებული და აქციონერული საწარმოების, ფირმების და სხვათა მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტების შედგენა;
  • უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ერთობლივი საწარმოების შექმნა, ერთობლივი პროექტების ორგანიზაცია და სხვა.

განსაკუთრებით უნდა გავუსვათ ხაზი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში ბიზნეს-გეგმის შედგენის აუცილებლობას.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ბიზნეს-გეგმის გარეშე, მისი სრულფასოვანების გარეშე საზღვარგარეთელი ინვესტორი მოლაპარაკების მაგიდასაც კი არ მიუჯდება, რომ აღარაფერი ვთქვათ, ინვესტიციების გამოყოფაზე. ბიზნეს-გეგმა მათთვის წარმოადგენს მოცემულ საქმეში თქვენი კომპეტენტურობის და გაზრახულობათა სერიოზულობის მიმნიშნებელ გარკვეულ სავიზიტო ბარათს. უფრო მეტიც, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში ბიზნეს- გეგმა უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად არის მიჩნეული არა თუ კერძო, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებისათვისაც.

მსოფლიო პრაქტიკის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ორგანიზაციას, რომელიც ესწრაფვის იპოვოს პარტნიორი ან ინვესტორი, ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს მოსალოდნელ, შესაძლო წარმოებაზე, მის მასშტაბებზე და საბაზრო პოტენციალზე, ბაზარზე თავისი პროდუქციის მოძრაობის საშუალებებზე, მომავალ გეგმებზე და ა.შ.

საწარმოს ფინანსური მხარის გარდა, ამ ორგანიზაციამ უნდა დაარწმუნოს თავისი მომავალი პოტენციური პარტნიორი იმაში, რომ მას გააჩნია აუცილებელი და საკმაო რაოდენობის მატერიალური და შრომითი რესურსები, რაც საშუალებას აძლევს მათ, მოაწყონ მომგებიანი ბიზნესი.

ორგანიზაციამ, რომელიც ცდილობს, იპოვოს პარტნიორი, ან ინვესტორისაგან მიიღოს ფინანსური სახსრები თავისი პროექტების განსახორციელებლად, უნდა დაარწმუნოს იგი თავის უნარში, რომ გონივრულად, ეფექტიანად მოაწყობს და გაუძღვება მოსალოდნელ ბიზნესს. ასეთი დარწმუნების პირველი ნაბიჯია კვალიფიციურად შედგენილი ბიზნეს-გეგმა.

რომ არაფერი ვთქვათ ახლად დამწყებ მეწარმეებზე

რომ არაფერი ვთქვათ ახლად დამწყებ მეწარმეებზე თვით გამოცდილი ადამიანებიც კი ცდილობენ წინასწარ გაიაზრონ ის პრობლემები, რომლებიც მათ წინ შეხვდებათ თავიანთ საქმეში. მაგრამ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პრობლემების ქაღალდზე, გარკვეული მოთხოვნილებების შესაბამისად და სპეციალური გაანგარიშებებით დასაბუთებულ ჩამოყალიბებას. ალბათ უადგილო არ იქნება, მოვიყვანოთ ამერიკაში მოღვაწე ცნობილი მენეჯერის ლი იაკოკკას (იგი წარმოშობით იტალიელია) შეგონება რაიმე იდეის წერილობით გადმოცემის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ. იგი მას ამ იდეის ცხოვრებაში განხორციელების პირველ ნაბიჯად მიიჩნევს.

«ლაპარაკის დროს შეიძლება ხშირად ისე მოხდეს, რომ ანგარიშიც კი არ გაუწიო თავს და გამოთქვა ყოველნაირი ბუნდოვანი და აბდა-უბდა იდეა. მაგრამ როდესაც თქვენ თქვენს იდეებს ჩამოაყალიბებთ ქაღალდზე, აღნიშნავს იგი, ისეთი რაღაცა ხდება, რომ გაიძულებთ, გაქეზებთ ჩასწვდეთ კონკრეტულ საქმეებში. ამასთან ამით ძალიან ძნელია შეცდომაში შეიყვანოთ თქვენი თავი ან სხვა ვინმე».

ბიზნეს-გეგმას ადრესული დანიშნულება აქვს. იგი განკუთვნილია ყველასათვის, მაგრამ განსაკუთრებით: ბანკებისა და ინვესტორებისათვის, ვისაც მეწარმემ უნდა სთხოვოს ფული თავისი პროექტის განსახორციელებლად. საწარმოს, ფირმის და სხვათა თანამშრომლებისათვის, რომლებიც საჭიროებენ ზუსტად განსაზღვრონ თავიანთი ამოცანები და პერსპექტივები თავიანთ სამუშაო ადგილზე: თვით მეწარმისა და საფინანსო საქმიანობის მენეჯერისათვის, რომელთაც სურთ გულმოდგინედ გააანალიზონ საკუთარი იდეები, შეამოწმონ ისინი, რამდენად გონივრულნი და რეალურნი არიან.

ბიზნეს გეგმის მნიშვნელობის ასეთი გაგება, სამწუხაროდ, ეწინააღმდეგება ჯერ კიდევ ჩვენთან გამეფებულ წარმოდგენას იმის შესახებ, რომ ბიზნესში წარმატების საფუძველს წარმოადგენს მხოლოდ ფული.

ბიზნესში დასაქმებულ ბევრ ადამიანს გულუბრყვილოდ სჯერა: მიიღებს, რა სახელმწიფოსაგან ან კერძო ბანკისაგან სესხს ხელსაყრელი პირობებით, წარმატება გარანტირებულია, ყველა პრობლემა გადაწყვეტილია. ავიწყდებათ, რომ კრედიტის აღებამდე ძალიან ადრე უნდა განსაზღვრონ ამ კრედიტების დანიშნულება, მათი გონივრული ხარჯვა და მოსალოდნელი შედეგები, რაც ასახვას პოულობს ბიზნეს- გეგმაში.

ფულის ქონას ყველა პრობლემის მოხსნა არ შეუძლია

ფულის ქონას რომ ყველა პრობლემის მოხსნა არ შეუძლია ამის დასამტკიცებლად თუნდაც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის შემდგომ პირველ ათწლეულში განვითარებული მოვლენებიც გვიმოწმებენ, როდესაც ქვეყანაში ტოტალური სახე მიიღო ეგ.წ. «იაფი ფულის» პოლიტიკამ.

ჩვენი აზრით, სხვა ობიექტურ, თუ სუბიექტურ ფაქტორებთან ერთად ამის მთავარი მიზეზი იყო და ჯერ კიდევ რჩება მეცნიერულად დასაბუთებული ბიზნეს-გეგმის უქონლობა. მხოლოდ ბიზნეს-გეგმას, მისი განყოფილებების მონაცემების და მოთხოვნების ზუსტ შესრულებას შეუძლია საზღვარგარეთელ ინვესტორს მისცეს მის მიერ გაცემული ინვესტიციების უკან ეფექტიანად დაბრუნების გარანტია.

მეწარმეობა ძალიან დიდი რისკია

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მეწარმეობა ძალიან დიდი რისკია, და ყველას არ მოელის წარმატება ამ სფეროში. აშშ-ში დათვალეს და დაინახეს, რომ იქ ყოველწლიურად თავის ახალ საქმეს იწყებს 600 ათასი კაცი.  ამათგან მხოლოდ ნახევარი ახერხებს 18 თვის განმავლობაში არსებობას, ხოლო ხუთიდან მხოლოდ ერთი აღწევს იმას, რომ არ გაკოტრდეს პირველი 10 წლის განმავლობაში. დამაფიქრებელი სტატისტიკაა. მეწარმე, რომელიც უგულვებელყოფს ბიზნეს-გეგმის შედგენას, წინასწარ იმზადებს გარდუვალ წინააღმდეგობებს. ეს კი ყველაზე ხშირადსავალალოდ მთავრდება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში კერძო ბიზნესს თან სდევს არა მარტო გამდიდრების შესაძლებლობა, არამედ იმ ფულის დაკარგვაც, რომელიც საქმეში დააბანდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი პირადი ქონების დაკარგვაც. მასზე უარის თქმაც, რომელიც შეიძლება კონფისკაციაქმნილი იყოს ვალების დასაფარავად. სასამართლოს გადაწყვეტილებებით ასეთი არასასიამოვნო სიტუაციებისაგან დღეს არავინ არ არის დაზღვეული, მათ შორის მსხვილი სახელმწიფო საწარმოებიც, რომელთათვისაც ტერმინი «ბანკროტობა» ახლაღა იღებს რეალურ ჟღერადობას.

ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, ვინც კი რაიმე სასარგებლო საქმეში არის დასაქმებული, ან სურს ახლად შეუდგეს მას, ნუ დაზოგავთ დროს და დაიწყეთ ბიზნეს- გეგმის შედგენა. ცნობისათვის: საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკიდან ჩანს, რომ მსხვილი პროექტებისათვის ბიზნეს-გეგმის შედგენას ესაჭიროება 200-300 საათი.

ბიზნეს-გეგმის არსის, მისი მნიშვნელობის შესახებ წარმოდგენა ჩვენთან ნელი ტემპით, მაგრამ მაინც სასიკეთოდ იცვლება. შეიცვალა, წავიდა (თუმცა საბოლოოდ არა) ის დრო, როდესაც ბიზნეს-გეგმას რომ ახსენებდი, ჩვენი დიდი თუ მცირე საწარმოების, ფირმების წარმომადგენლები გაკვირვებით შემოგხედავდნენ. დღეს საქართველოში გახსნილია სპეციალიზირებული ინსტიტუტი, არიან, აგრეთვე, ცალკეული ჯგუფები, ინდივიდუალური პირები, რომლებიც ბიზნეს-გეგმის შედგენაზე მუშაობენ. ბიზნეს- გეგმის შედგენა დაიწყეს თვით ზოგიერთმა საწარმოებმაც, (ფირმებმაც) ბიზნეს-გეგმა ცვლის ჩვენთვის დღემდე ასე მიჩვეულ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას. ეს კარგია და მისასალმებელი. ამასთან, ერთ გარემოებაზე გვინდა მივაქციოთ საწარმოების, ფირმების და სხვათა მესვეურების ყურადღება: ბიზნეს-გეგმის შედგენა აუცილებლად საჭიროებს საწარმოს, ფირმის ხელმძღვანელის, ან იმ ადამიანის უშუალო პირად მონაწილეობას ბიზნეს-გეგმის შედგენაშ, ვისაც განზრახული აქვს წამოიწყოს ესა თუ ის საქმე. ბევრი საზღვარგარეთული ბანკები და საინვესტიციო ფირმები საერთოდ უარს ამბობენ ფულის გამოყოფაზე (განცხადებების განხილვაზეც კი), თუ ცნობილი გახდა, რომ ბიზნეს-გეგმა თავიდან ბოლომდე შედგენილი (მომზადებული) იქნა გარედან მოწვეული კონსულტატის მიერ, ხოლო ხელმძღვანელმა მხოლოდ ხელი მოაწერა. აღნიშნული, ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ კონსულტანტების მომსახურებაზე. პირიქით, ექსპერტების მოწვევას, მათ კომპეტენტურობას მეტად დიდად აფასებენ ინვესტორები. ჩაერთვებით რა თქვენ პირადად ბიზნეს-გეგმის შედგენაში, ამით გარკვეულად მოდელირებას უკეთებთ თქვენს მომავალ საქმიანობას, ამოწმებთ თვით ჩანაფიქრის სიმყარეს. გეყოფათ თუ არა ძალები, რათა წარმატებამდე მიიყვანოთ თქვენი წამოწყებული საქმე. ამით ამოწმებთ თქვენს თავსაც.

რა ენაზე უნდა შესდგეს ბიზნეს-გეგმა? ასეთი კითხვა ტრივიალური არ არის, მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქმის წარმატებისათვის.

გასაგებია, რომ ბიზნეს-გეგმას პირველსაწყისი ფორმა მშობლიურ ენაზე უნდა ჰქონდეს. ბუნებრივია აკრძალული არ არის მისი თარგმნა სხვა რომელიმე ენაზე. ბიზნეს- გეგმაში გამოყენებული უნდა იქნეს ის ტერმინები და ცნებები, რომლებსაც მიჩვეულია დასავლეთელი ბიზნესმენი და ფინანსისტი. მოლაპარაკების დროს გაძნელებული არ უნდა იყოს ამ ტერმინებისა და ცნებების ახსნა. ამიტომ სასურველია მისი განსაკუთრებით ინგლისურ ენაზე თარგმნა. თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბიზნეს-გეგმა ძალიან კარგია, როდესაც ინგლისელს ინგლისურად ელაპარაკები, ფრანგს- ფრანგულად, იაპონელს – იაპონურად და ა. შ. მისი განხილვა ყველაზე კარგ შედეგს იძლევა, როდესაც მოლაპარაკებაში მოპირისპირე მხარეს მისსავე ენაზე ელაპარაკები და ბიზნეს-გეგმაც მის ენაზე გაქვს წარმოდგენილი. აღნიშნულის ძალიან კარგი მაგალითია

ბიზნეს-გეგმის შედგენის დროს საჭიროა, ფართოდ იქნეს გამოყენებული სტატისტიკური ინფორმაცია ამ ინფორმაციის პირველწყაროს ჩვენებით, ცნობილი ექსპერტების ციტატების მითითებით. ყველა წინადადება, რომელიც კი გამოყენებულია გეგმაში, ნათლად უნდა იყოს აღნიშნული. ყველაფერი ეს გვეხმარება, ჩამოვაყალიბოთ დამარწმუნებელი, დამაჯერებელი დოკუმენტი, რომლის შედგენის დროსაც საჭიროა გამოვიყენოთ ილუსტრაციები და ფოტოები, ხოლო როდესაც ეს აუცილებელია – ცხრილები და ნახაზები. მთელი გეგმა ისე უნდა იყოს აგებული, რომ მკითხველმა (ინვესტორმა, პოტენციალურმა ინვესტორმა) იოლად იპოვოს მისთვის საინტერესო განყოფილება. და ბოლოს, უნდა შევნიშნოთ, რომ ბიზნეს-გეგმის შედგენას დამოუკიდებელი ღირებულებაც აქვს. იგი წარმოადგენს მართვის საუკეთესო ინსტრუმენტს და მეწარმეს ეხმარება გაერკვეს თავისი საქმის ზრდის პერსპექტივაში, წინასწარ დაინახოს მომავალში შესაძლო ცვლილებები და პრობლემები, კონტროლი გაუწიოს მიმდინარე ოპერაციებს და შეაფასოს თავისი ბიზნესის პროგრესი.

წყარო :ბიზნეს.გეგმა:დამუშავების მეთოდიკა.გამომცემელი:შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრი.დირექტორი: ზაურ (ბაჩო) თეთრუაშვილი.რედაქტორი: ზურაბ თეთრუაშვილი.კომპიუტერული უზრუნველყოფა: თეა ფხალაძე. გორი.2007