ბიუროკრატია

ბიუროკრატია

E. Bureaucracy

1. მთავრობის მიერ მართვის განხორციელება დეპარტამენტებისა და ქვეგანაყოფების მეშვეობით, რომელსაც ხისტი ინსტრუქციების ჩარჩოებში წარმართავენ დანიშნული პირები; 2. სახელმწიფო მოხელეთა ერთობლიობა

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

სახელმწოფო აპარატის საშუალო რგოლის ჩინოვნიკური სისტემა. ტერმინი თავდაპირველად გაჩნდა XVIII ს-ის საფრანგთში, ხოლო 1918 წელს – ინგლისში. დასაწყისში ამ ტერმინს უარყოფითი, დამამცირებელი ელფერი ჰქონდა, რომელიც მას დღესაც ახლავს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხმარებისას. პირველი, ვინც ამ ტერმინში დადებითი შინაარსი მოიაზრა, იყო მაქს ვებერი. მისი მტკიცებით, ბ. მოდერნული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ორგანიზაციის კერძო ფორმაა, მისი საქმიანობა გულისხმობს იაერარქიულად მოწესრიგებული როლების განაწილებას, რომლებიც ჩამოყალიბებულია მკაფიოდ განსაზღვრული უპიროვნო წესებისა (ინსტრუქციების) და პროცედურების საფუძველზე. ვებერმა განსაზღვრა ბ-ის „იდეალური ტიპი“. ეს უკანასკნელი მოიცავს მახასიათებლებს, რომლებიც გამოიყენება იმის გასაზომად, თუ რამდენად ბიუროკრატიულია ესა თუ ის რეალური ორგანიზაცია. ეს მახასიათებლებია: – ოფიციალური როლების სისტემა, რომელიც იერარქიულადაა ორგანიზებული. ესაა ვერტიკალური დაქვემდებარების სისტემა – დაწყებული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ფუნქციებიდან, რიგითი თანამშრომლების მოვალეობებამდე; – როლები დაკავშირებულია წესებთან, რომლებიც განსაზღვრავს, რა შეიძლება ან არ შეიძლება ლეგიტიმურად შესრულდეს ოფიციალური პირის მიერ. წესები არეგულირებს სამუშაო რეჟიმს; – პროცედურები, რომლებიც თეორიულად ფარავს ყველა იმ სიტუაციას, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ორგანიზაცია; – ოფიციალური პირები იმყოფებიან მკაცრი დისციპლინის პირობებში; – კანცელარია, სადაც წერილობითი დოკუმენტები ზედმიწევნით მოწესრიგებულად ინახება; – არსებობს მკაფიო გამიჯვნა ოფიციალურისა და პირადულისა. ბ-ისადმი მიძღვნილ ბევრ შრომაში სწორედ ვებერის იდეები განავითარეს. მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით გადადგა მიშელ კროზიემ შრომაში „ბიუროკრატიის მოვლენა“ (1964). მან წარმოაჩინა მაღალჩინოსანი და რიგითი ბიუროკრატების მოქმედების სხვადასხვა მოტივები. რიგითი ბ-ები ისწრაფვიან მშვიდი ცხოვრებისაკენ, რომლის მიღწევაც წესების (როგორიც უნდა იყოს ისინი) მონური შესრულებით შეიძლება. მაღალჩინოსნებს უფრო დიდი მიზნები აქვთ, მაგრამ ხშირად ისინი მიუღწევადია იმის გამო, რომ შეუძლებელია აიძულო რიგითი მოსამსახურე, გადაუხვიოს დადგენილ წესებს. ასეთივე სირთულეებთან არის დაკავშირებული ფირმების მუშაობა. ვებერისეული ანალიზი ესადაგება როგორც სახელმწიფო დაწესებულებებს, ასევე ფირმებს. ვებერი ამტკიცებდა, რომ ბ. ორგანიზაციის ყველაზე ეფექტური ფორმაა. ამ თვალსაზრისის კრიტიკოსების თანახმად, ბ. ყველაზე შესაფერისია მხოლოდ იმ სიტუაციებისათის, სადაც არსებობს წინასწარმეტყველების (გათვლის) შესაძლებლობა, მაგალითად, მაშინ, როდესაც იწარმოება სტანდარტული საქონელი მასობრივი მოხმარებისათვის და როდესაც მოცემულ საქონელზე მოთხოვნილება ბაზარზე სტაბილურია. ბ. ნაკლებად ეფექტურია ისეთი (პოსტმოდერნული) სიტუაციებისათვის, როდესაც მოთხოვნა არსებობს სპეციალიზებულ (არასტანდარტულ საქონელზე.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

2. ბიუროკრატია – Bureaucracy  – 1. ხელისუფლების მიერ მართვის განხორციელება დეპარტამენტებისა და ქვეგანაყოფების მეშვეობით, რომელსაც ინსტრუქციების ჩარჩოებში წარმართავენ დანიშნული პირები; 2. სახელმწიფო მოხელეთა ერთობლიობა    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

3. ბიუროკრატია – ორგანიზაცია, რომელიც შედგება ოფიციალური პირებისაგან, რომელთა თანამდებობები და პოსტები ქმნიან იერარქიას და რომლებიც განსხვავდებიან მათი მოქმედებებისა და პასუხისმგებლობების განმსაზღვრელი ფორმალური უფლებებითა და მოვალეობებით. (სოც. და მარკ.კვლ.). ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……