ბიურო

ბიურო

E. bureau

Fr. bureau

1. რომელიმე ორგანიზაციაში, საზოგადოებასა ან დაწესებულებაში განსაზღვრული, ძირითადად მმართველობითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შექმნილი კოლეგიალური ორგანო, რომლის წევრები ირჩევიან ან ინიშნებიან; 2. ხელისუფლების ზოგიერთი მმართველობითი ორგანოს, ზოგიერთი დაწესებულების დასახელება. თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ბიურო უზრუნველყოფს: ა) თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენას; ბ) თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ფორმის დაუბრკოლებლად მიღებას; გ) შევსებული დეკლარაციის მიღებასა და შენახვას; დ) დეკლარაციის შინაარსის საჯაროობას; ე) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის საფუძველზე იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენას და საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენას, რომელთათვისაც დეკლარაციების შევსება სავალდებულოა, აგრეთვე, რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენას; ვ) კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელებას. („საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 18).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ბიურო – Bureau  – [ფრანგ. bureau] 1. ხელმძღვანელი ან განმკარგულებელი არჩევითი ორგანო პარტიისა, ყრილობისა, ზოგიერთი დაწესებულებისა და სხვ. 2. ზოგიერთი დაწესებულების, განყოფილების, კანტორის და მისთ. სახელწოდება.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……