ბლოკადა

ბლოკადა

აქცია, რომელიც გამორიცხავს მოწინააღმდეგე მხარის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ტვირთის შეტანასა და ცოცხალი ძალის შეყვანას, ასევე – იქიდან რაიმეს გამოტანასა და ხალხის გამოყვანას. განარჩევენ სახმელეთო და საზღვაო ბ-ს, თუმცა ბ-ის განხორციელებაში შეიძლება მონაწილეობა მიიღოს საჰაერო ძალებმაც. ბ. მიეკუთვნება საგარეო პოლიტიკის უკიდურეს ეკონომიკურ საშუალებას, რომლის განხორციელებაში მონაწილეობს სამხედრო ძალები. როგორც წესი, ბ. ხორციელდება ომის პერიოდში და მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის ძალებისა და მოსახლეობის რესურსებისა და სურსათის გარეშე დატოვებას. თუმცა, არცთუ იშვიათად, ბ. შეიძლება მშვიდობიან დროსაც განხორციელდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში საერთაშორისო სამართლით მისი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით. მშვიდობიან დროს ცალკე სახელმწიფოს ინდივიდუალური ბ-ის განხორციელების უფლება არა აქვს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. blockade

ომის ან საერთაშორისო კონფლიქტის მიმდინარეობისას, რაიმე მოთხოვნის შესრულების იძულებისთვის გამიზნული გარე სამყაროდან რომელიმე სახელმწიფოს (მისი ნაწილის ან მისი შეიარაღებული ძალების) იზოლაციისკენ მიმართული ღონისძიებათა (სამხედრო, ეკონომიკური) სისტემა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ბლოკადა – ნებისმიერი ჩარევა (ან რაიმე გარემოება), რომელიც ქმნის წყვეტას, წინააღმდეგობას ადამიანის უკვე დაწყებული ან დაგეგმილი მოქმედებებისათვის. (სოც. და მარკ.კვლ.)    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……