ბუდიზმი

ბუდიზმი

ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია. მის შემქმნელად ითვლება სიდჰარტა გაუტამა, რომელმაც შემდეგში მიიღო ბუდას სახელი. ბ. წარმოიშვა ძვ. წ. VI ს-ში ნეპალში, ხოლო შემდეგ ფართოდ გავრცელდა და მიიღო რამდენიმრ ფორმა. ბ-ის მოძღვრებით, სიცოცხლე ყველა თავისი გამოვლინებით, ბოროტებაა, რასაც მხოლოდ ტანჯვა მოაქვს. ტანჯვის მიზეზია ადამიანის ყველა გრძნობა, სურვილი, ვნება, მარადიული გარდასახვა. ხსნის გზა, ბუდას თანახმად, არის განდგომა, თვითდისციპლინა და მედიტაცია, რომელთა საშუალებითაც მიიღწევა ნირვანა ანუ სრული სულიერი სრულყოფა, სულიერი სიმშვიდე. ასეთი თავისებურებებით ბ-ის ორიენტაცია ხშირად იყო „მიღმა სამყაროსეული“ (ვებერი). იგი გულისხმობდა უარის თქმას ვნებებზე, ქონებაზე, ცოლ-შვილზე, ქადაგებდა განდეგილობასა და თავის თავში ჩაკეტვას. იმავე დროს ბ. იყო პოლიტიკური რელიგიაც. როგორც „მსამე სამყაროს“ ქვეყნების საპროტესტო მოძრაობა და სხვ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. Buddhism

ჩვ. წ. აღ. მე-6 საუკუნეში აღმოცენებული ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია (ბუდიზმი, ქრისტიანობა, ისლამი), დამაარსებლად ითვლება სიდჰარტა გაუტამი, რომელმაც შემდგომ მიიღო სახელი ბუდა (გასხივოსნებული). ძირითადი დოგმატია კარმის კანონების შემეცნებით ადამიანის მიერ საკუთარი ძალებით ხსნის შესაძლებლობა, აღიარებს მარადისობას – ნირვანას, როგორც არყოფნას, მოვლენათა წრიულ მოძრაობასა და მონაცვლეობას, სულთა გადასახლებას, რეინკარნაციას. ცდილობს ფილოსოფიური დასაბუთება მისცეს კონცეფციას სამყაროს წარმოშობისა და კანონზომიერების შესახებ. ღმერთის არსებობა წარმოდგენილი არა აქვს კონკრეტული, პერსონიფიცირებული, ყოვლისშემძლე არსების სახით და ამტკიცებს, რომ სამყაროში ყველაფერი მუდმივად მოძრაობს, განიცდის ცვლილებას, რომ საგნები და მოვლენები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან და ყველაფერს აწესრიგებს მიზეზისა და შედეგის კანონი. ბუდისტური დოგმატიკური წიგნები, პალის კანონი – შედგება 29 ტომისაგან (10 000 გვერდამდე საერთო მოცულობით). მთელი კანონი დაყოფილია 3 ნაწილად (პიტაკებად). პირველი – შეიცავს ბუდისტური თემისა და წესების შესახებ მასალას; მეორეში გადმოცემულია ძირითადი დოგმატები, მესამე – ძირითადი დოგმატების განმარტება. ბუდიზმი ქადაგებს, რომ სიცოცხლე დაუსრულებელ გარდაქმნათა მწკრივია. გავრცელებულია სამხრეთ, ცენტრალურ, შუა აზიასა და ციმბირში.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……