ბუნებითი სამართლის სკოლა

ბუნებითი სამართლის სკოლა

E. Natural Law School

საერთაშორისო სამართლის დოქტრინა, რომელმაც მოიკიდა ფეხი XVII-XVIII სს-ში და საერთაშორისო სამართლის ნორმებად აღიარებდა მხოლოდ ღმერთის ნაბოძებ ბუნების კანონებს, რომლებიც ვლინდება ადამიანის გონებით და სტიქიურად იქცევა იურიდიულად სავალდებულო ძალად სახელმწიფოთა, ხალხთა შორის ურთიერთობებში. ბსს აცხადებდა პატიმარს პოზიტიურ (იხ. პოზიტივიზმი) ანუ სახელმწფოების, ადამიანების მიერ შექმნილ სამართალზე. ბსს დროებით კარგავს ზეგავლენას XIX ს-ის დამლევს, როდესაც საერთაშორისო სამართლებრივ პრაქტიკასა და თეორიაში იმარჯვებს პოზიტივისტური მიდგომა – მხოლოდ სახელმწიფოთა საერთო ან კერძო თანხმობით ჩამოყალიბებულ ნორმებს (საერთაშორისო ხელშეკრულებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმას) შეეძლო ჰქონოდა იურიდიულად სავალდებულო ძალა (იხ. წყაროები საერთაშორისო სამართლისა) \nXX ს-ის შუა წლებიდან კვლავ ძლიერდება ბსს, რაც განაპირობებული იყო ფაშისტური და კომუნისტური იდეოლოგიითა და პრაქტიკით, მათი მხრიდან დასავლური ფასეულობების შერყევისა და ლიკვიდაციის შიშით (მაგ., ახალი ბსს).

See also: ბუნებითი სამართალი

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……