ბურჟუაზია

ბურჟუაზია

თავდაპირველად ტერმინი გამოიყენებოდა ქალაქის მცხოვრებთა აღსანიშნავად. XVII-XVIII სს-დან მან თანდათანობით შეიცვალა მნიშვნელობა და უკვე გამოიყენებოდა მოქალაქეთა იმ ფენის აღსანიშნავად, რომელიც ეწეოდა ვაჭრობას ან მეწარმეობას და იყენებდა დაქირავებულ შრომას. მემარცხენე იდეოლოგიებში ამ ტერმინს ნეგატიური მნიშვნელობა აქვს და აღნიშნავს კაპიტალისტური საზოგადოების გაბატონებულ კლასს, რომელიც ფლობს წარმოების საშუალებებს და ეწევა დაქირავებული შრომის ექსპლუატაციას.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

Fr. bourgeoisie

1. კაპიტალისტური საზოგადოების ერთ-ერთი კლასი;

2. შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში – ფეოდალური საზოგადოების მაღალი წოდებებისგან (თავადაზნაურობა, სამღვდელოება) განსხვავებული, საშუალო წოდების წარმომადგენლები „მოქალაქენი”.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……