გადახდისუუნარობა

გადახდისუუნარობა

E. disability, inability to pay, insolvency, non-solvency

გადახდისუუნარობად ითვლება მოვალის მიერ დადგენილ ვადაში ვალდებულებათა შესრულების უუნარობა. მოვალის მიერ ვალების გადახდის შეწყვეტაც ჩაითვლება აგრეთვე უუნარობად (საქართველოს კანონი „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“, მუხლი 2.1).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. გადახდისუუნარობა – მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

3. გადახდისუუნარობა – ;   მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა.   Source: საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3;   ;   საწარმოს მიერ დადგენილ ვადაში საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების სრულად დაფარვის შეუძლებლობა.   Source: საქართველოს კანონი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“, 2004 წლის 13 თებერვალი, მუხლი 1;   ;   ;   ;   ;   ;   . მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……