გაერთიანებისა და სამთავრობაშთორისო მეთოდები

გაერთიანებისა და სამთავრობაშთორისო მეთოდები

E. Community and Intergovernmental Methods

ევროგაერთიანების მეთოდი გულისხმობს ევროგაერთიანების ორგანოების მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურებს და ამ ორგანოთა ფუნქციონირების წესებს. ეს მეთოდი გამომდინარეობს ინტეგრაციული ლოგიკიდან, სათანადოდ ითვალისწინებს სუბსიდიარობის პრინციპს და ახასიათებს შემდეგი ნიშნები: საკანონმდებლო ინიციატივაზე ევროკომისიის განსაკუთრებული უფლება; მინისტრების საბჭოში კვალიფიციური უმრავლესობის ფართო გამოყენება; ევროპის პარლამენტის აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღებაში; ევროპის სასამართლოს მიერ გაერთიანების სამართლის ერთიანი ინტერპრეტაცია; ევროგაერთიანების მეთოდი განსხვავდება მთავრობათშორისი თანამშრომლობის მეთოდისაგან, რომელიც ევროპის კავშირის მეორე და მესამე საყრდენებში გამოიყენება (ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა/მართლმსაჯულება და შინაგანი საქმეები), ინტეგრაციის სამთავრობათშორისო ლოგიკას ასახავს და შემდეგი ნიშნებით ხასიათდება: საკანომდებლო ინიციატივის უფლებას კომისია ინაწილებს მინისტრების საბჭოსთან და კონკრეტული სფეროებითაა შეზღუდული; მინისტრების საბჭო, როგორც წესი, ერთხმად იღებს გადაწყვეტილებებს; ევროპის პარლამენტს მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია აქვს; ევროპის სასამართლოს უფლებამოსილება შეზღუდულია.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……