გაერთიანების აქტების იერარქია (ნორმების იერარქია)

გაერთიანების აქტების იერარქია (ნორმების იერარქია)

E. Hierarchy of Community Acts (hierarchy of norms)

ევროპის კავშირის ხელშეკრულებას ერთვის დეკლარაცია, რომელიც ითვალისწინებს გაერთიანების აქტების კლასიფიკაციის გადასინჯვის შესაძლებლობას, რათა დამყარდეს სათანადო იერარქია გაერთიანების სხვადასხვა კატეგორიის აქტებს შორის ამგვარი იერარქიის მიზანია, საშუალება მისცეს კანონშემოქმედ ორგანოებს, ყურადღება გაამახვილონ კონკრეტული საკითხის პოლიტიკურ ასპექტებზე და არა მის წვრილმანებზე. ეს განსაზღვრავს გაერთიანების გადაწყვეტილების მიღების ფორმას და უზრუნველყოფს, რომ კონსტიტუციური სტატუსის მქონე დოკუმენტებმა გაიარონ უფრო რთული პროცედურები (გადაწყვეტილების მიღება ერთხმად ან გაზრდილი კვალიფიციური უმრავლესობით), ვიდრე საკანონმდებლო დოკუმენტებმა თავის მხრივ, ეს უკანასკნელნი ასევე გადიან უფრო რთულ პროცედურას (თანაგადაწყვეტილების პროცედურა), ვიდრე აღსრულების აქტები (კომისიისათვის უფლებამოსილებათა დელეგირება) 1990 წელს განიხილეს ხელშეკრულებაში თანაგადაწყვეტილების პროცედურის გათვალისწინების შესაძლებლობის საკითხი, რათა არ მომხდარიყო მეორადი მნიშვნელობის ზოგიერთი აქტის მიმართ ზედმეტად მკაცრი პროცედურის გამოყენება და ამით საკანონმდებლო მექანიზმის გადატვირთვა. 1991 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს კომისიამ გამოთქვა წინადადება აქტების იერარქიისა და გაერთიანებების დოკუმენტების (ხელშეკრულებები, კანონები, მეორადი ან სააღსრულებლო აქტები) კლასიფიკაციის ახალი სისტემის შექმნის შესახებ, მაგრამ წინააღმდეგობებს შეხვდა სხვადასხვა ეროვნულ-სამართლებრივ ტრადიციათა გამო. 1996-97 წლების მთავრობათშორისი კონფერენციის დროს გამართულ მოლაპარაკებებზე ეს საკითხი აღარ განხილულა.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……