გაეროს მიზნები და პრინციპები

გაეროს მიზნები და პრინციპები

E. UN Purposes and Principles

ჩამოყალიბებულია გაეროს წესდებაში. გაეროს მიზანია: განავითაროს მეგობრული, მშვიდობიანი ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის; განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ჰუმანიტარული პრობლემების გადასაწყვეტად, აგრეთვე ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა – რასის, ენისა და სარწმუნოების მიუხედავად – წახალისებასა და განვითარებაში. გაეროს წესდება ეყრდნობოდა შვიდ პრინციპს, მათ შორის სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპებს; ორგანიზაციის ყველა წევრი კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდეს წესდებით ნაკისრ ვალდებულებებს; წევრი სახელმწიფოები უნდა წყვეტდნენ თავიანთ საერთაშორისო დავებს მშვიდობიანი საშუალებებით და ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნან საერთაშორისო მშვიდობას, უშიშროებასა და სამართლიანობას; ისინი თავს უნდა იკავებდნენ საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებისა და ძალით დამუქრებისაგან სხვა სახელმწიფოების მიმართ; ხელს უნდა უწყობდნენ ორგანიზაციის მიერ მისი წესდების თანახმად ჩატარებულ ყველა ღონისძიებას და თავს იკავებენ იმ სახელმწიფოს დახმარებისაგან, რომლის წინააღმდეგ მოქმედებს ორგანიზაცია (იხ. ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა). ორგანიზაციას არა აქვს უფლება ჩაერთოს წევრი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში („შინაგან კომპეტენციაში“), თუ ამას არ მოითხოვს იძულებითი ზომების გამოყენების აუცილებლობა (იხ. ჩაურევლობა).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……