გაეროს რეზოლუცია № 1325

გაეროს რეზოლუცია № 1325

ისეთი სოლიდური საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიცაა გაერო, მრავალ დადგენილებას (რეზოლუციას) იღებს არა მარტო გენდერული თანასწორობის მისაღწევად მთელს მსოფლიოში, არამედ შიდასრტრუქტურულ, საშტატო განაკვეთში გენდერული სიმეტრიის დასამკვიდრებლად. 2000 წლის 31 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა № 1325 – ე რეზოლუცია, როემლიც გაეროს წევრ სახელმწიფოებს ავალებს ცხოვრებაში გაატარონ გაეროს წესდებით განსაზღვრული ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პოსტულატები ჯერ კიდევ 20 წლის წინ ქალთა საერთაშორისო მოძრაობის ლიდერებმა გადაწყვიტეს ლობირება გაეწიათ ისეთი კონვენციისათვის, რომელიც აღნიშნავდა ქალთა სპეციფიკურ როლს, მნიშვნელობას ძალადობის დეესკალაციისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში. № 1325 – ე რეზოლუციაში ხაზგასმულია ქალის მნიშვნელობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ქალთა ჩართვის აუცილებლობა ჰუმანიტარულ და ადამიანთა უფლებების დამცველ მისიებში. ასევე აუცილებელია მათი დანიშვნა ე.წ. სპეციალური წარმომადგენლების პოსტებზე. საჭიროა, სათანადო ყურადღება მიექცეს ქალისა და გოგონას სპეციფიკურ მოთხოვნილებებს ომისა და ომის შემდგომ პერიოდში. ამგვარი დებულება ხაზგასმულია ჟენევის კონვენციაში. შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქალები დაცულნი იყვნენ სექსუალური ძალადობისგან. დოკუმენტში კატეგორიულადაა მინიშნებული, რომ გაუპატიურების დანაშაული არ ექვემდებარეა ამნისტიას. გენერალურ მდივანს ევალება ქალზე ომის გავლენის შესახებ კვლევის ჩატარების უზრუნველყოფა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ქალთა აქტიური ჩაბმის ხელშეწყობა.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……