გაეროს საერთაშორისო სასამართლო

გაეროს საერთაშორისო სასამართლო

E. UN International Court of Justice

შედგება 15 მოსამართლისაგან, რომლებიც აირჩევიან 9 წლის ვადით. მოსამართლეები სასამართლოში წარმოადგენენ მსოფლიოში არსებულ მთავარ სამართლებრივ სისტემებს. ერთ სახელმწიფოს ამ სასამართლოში მხოლოდ ერთი მოსამართლე შეიძლება ჰყავდეს; ყოველი მოსამართლე სასამართლოში მოქმედებს პირადად, ანუ მოსამართლეები არ წარმოადგენენ თავიანთი სახელმწიფოების ინტერესებს. გსს გაეროს ერთ-ერთი მთავარი ორგანოა (იხ. XIV თავი), რომელსაც აქვს საკუთარი წესდება (სტატუტი): იგი ხელმოწერილ იქნა გაეროს წესდებასთან ერთად და მის განუყოფელ ნაწილს შეადგენს. სასამართლო იხილავს მხოლოდ ისეთ საქმეებს, სადაც მხარეებად გაეროს წევრი ქვეყნები გამოდიან. სასამართლო იძლევა საკონსულტაციო დასკვნებს, თუ საამისოდ მიმართავს გაეროს გენერალური ასამბლეა ან გაეროს უშიშროების საბჭო, ან ამათგან პირველის ნებართვით რომელიმე სხვა ორგანო სამართლის წყაროები, რომლებსაც სასამართლო საქმის განხილვისას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე იყენებს, შემდეგია: ა) საერთაშორისო კონვენციები, რომლებიც მოდავე სახელმწიფოების მიერ აღიარებულ წესებს ადგენენ; ბ) საერთაშორისო ჩვეულება როგორც საერთაშორისოსამართლებრივ ნორმად აღიარებული საყოველთაო პრაქტიკის დადასტურება (იხ. საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი; გ) სამართლის ზოგადი პრინციპები, რომლებიც აღიარებულია ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ; დ) სასამართლო გადაწყვეტილებანი და საჯარო სამართლის ყველაზე კვალიფიციურ სპეციალისტთა დოქტრინა (შეხედულება, მოძღვრება) როგორც დამხმარე საშუალება სამართლებრივი ნორმის დასადგენად. თუ მხარეები თანახმანი იქნებიან, სასამართლოს შეუძლია გადაწყვიტოს საქმე ex aequo et bono (სამართლიანად და კეთილსინდისიერად). სასამართლო წარმოებაში მხოლოდ მაშინ იღებს საქმეს, თუ ორივე მოდავე მხარე თანახმაა მის იურისდიქციაზე. წერილობითი თანხმობა შეიძლება ეხებოდეს ან კონკრეტულ საქმეს, ან იყოს მომავალში შესატანი საქმის მიმართ სასამართლოს სავალდებულო იურისდიქციის წინასწარი აღიარება, ანდა ეყრდნობოდეს საერთაშორისო ხელშეკრულებაში არსებულ დებულებებს გსს-ს სავალდებულო იურისდიქციის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა მხარეებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში გაეროს უშიშროების საბჭო უფლებამოსილია, აიძულოს ურჩი მხარე, შეასრულოს გადაწყვეტილება.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

გაეროს წესდებით ჩამოყალიბებული ორგანო, რომელიც განლაგებულია ჰააგაში (ნიდერლანდები). ს.ს. განიხილავს დავებს, რომლებშიც მოსარჩელე მხარეებს წარმოადგენენ სახელმწიფოები. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები რეკომენდაციის ხასიათს ატარებს და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით დასკვნით შემოიფარგლება. შეხედულებებსა და დასკვნებს ს.ს. წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. ს.ს.-ს სტატუსი წესდების შემადგენელი ნაწილია. სახელმწიფო გაეროს წესდებასთან მიერთებით ს.ს.-ს სტატუტსაც ავტომატური წესით უერთდება. გაეროს ამ ორგანოს შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა წევრმასახელმწიფომ. ს.ს.-ს სტატუტთან მიერთებული ქვეყნები, რომლებიც სასამართლოში განსახილველი საკითხის მხარეს წარმოადგენენ, სარგებლობენ განაწესითა და პროცედურით, რომელსაც თავად სტატუტი განსაზღვრავს. ქვეყნები, რომლებიც მას არ უერთდებიან, უშიშროების საბჭოს მიერ დადგენილი პროცედურების მიხედვით მოქმედებენ. ს.ს. 15 წევრისგან შედგება, რომლებსაც გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ირჩევს. შერჩევა ხდება მათი კვალიფიკაციის (და არა ეროვნების, ანუ სახელმწიფოებრივი კუთვნილების) საფუძველზე. ს.ს.-ში წარმოდგენილი უნდა იყოს მსოფლიოს ყველა ძირითადი სამართლებრივი სისტემა. დაუშვებელია ერთი სახელმწიფოდან ორი მოსამართლის არჩევა. ს.ს.-ს წევრებს ცხრა წლის ვადით ირჩევენ და ამ ვადის დასრულების შემდეგ კვლავ შეუძლიათ პრეტენზია განაცხადონ მოსამართლის მანტიაზე. ს.ს.-ს წევრს უფლება არ აქვს პარალელურად სხვა საქმიანობით იყოს დაკავებული. ს.ს. საკითხებს სრული შემადგენლობით განიხილავს, მაგრამ მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე საკითხის განხილვა შესაძლებელია მცირე შემადგენლობითაც. მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ს.ს.-ს სრული შემადგენლობის მიერ დადგენილი გადაწყვეტილების ტოლფასია. სასამართლო პროცესი საჯაროა. მხარეთა მოთხოვნით შეიძლება მისი დახურული სახით წა

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……