გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებები

გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებები

E. UN Special Agencies

მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აღჭურვილნი არიან ზუსტად განსაზრვრული კომპეტენციით ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში (იხ. გაეროს წესდების 57-ე მუხლი). ყოველი ასეთი დაწესებულება გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსთან დაკავშირებულია შეთანხმებით, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს. გაერო უფლებამოსილია: ამ დაწესებულებათა პოლიტიკის ურთიერთშეთანხმების მიზნით წარუდგინოს მათ სათანადო რეკომენდაციები, განიხილოს მათი ბიუჯეტები და ბიუჯეტის საკითხებზე რეკომენდაცია მისცეს დაინტერესებულ დაწესებულებას, აწარმოოს ამ დაწესებულებათა და გაეროს საქმიანობის კოორდინაცია კონსულტაციების გაწევითა და რეკომენდაციების მიცემით როგორც ამ დაწესებულებების, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეისა და მისი წევრი სახელმწიფოებისათვის განიხილოს ამ დაწესებულებათა რეგულარული მოხსენებები და სხვ. (იხ. გაეროს წესდება, მუხ.: მე-17, 58-ე, 63-ე და 70-ე). თანამედროვე ეტაპზე გსდ აქტიურ და ნაყოფიერ მუშაობას ეწევიან მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად, გეგმავენ მრავალწლიან პოლიტიკას მსოფლიო ხალხების ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ცხოვრების შემდგომი პროგრესისა და განვიტარებისათვის და სხვ. ამის მკაფიო მაგალითია იუნესკო (იხ. აგრეთვე შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……