გაეროს წესდება

გაეროს წესდება

E. UN Charter

უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი საერთაშორისო ხელშეკრულება (იხ.გაერო), რომელშიც ჩამოყალიბებულია გაეროს მიზნები და პრინციპები, მთავარი ორგანოების სახეები და კომპეტენციები. გაეროში მოქმედებს ერთხმივობის პრინციპი, ანუ დიდ სახელმწიფოებს – აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, რუსეთსა და ჩინეთშ – გაეროს უშიშროების საბჭოში აქვთ მუდმივი წევრის სტატუსი და უმნიშვნელოვანეს საკითხებში მათი ერთობლივი ხმების გარეშე ვერც ერთი გადაწყვეტილება ვერ მიიღება, წესდებაში ცვლილებების შეტანის ჩათვლით. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ პრინციპს წესდების VI (დავების მშვიდობიანი გადაწყვეტა“) და VII („მოქმედება მშვიდობისადმი მუქარის, მშვიდობის დარღვევის და აგრესიის აქტების მიმართ“) თავების გამოყენების დროს. ორგანიზაციის წევრებად მიიღებიან მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოები, რომლებიც კისრულობენ წესდებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას. ორგანიზაციის წევრად გახდომისათვის საჭიროა უშიშროების საბჭოს რეკომენდაცია (არანაკლებ 9 ხმისა ყველა მუდმივი წევრის ხმათა ჩათვლით და გაეროს გენერალური ასამბლეის წევრთა ორი მესამედის გადაწყვეტილება. წესდების დებულებათა სისტემატური დარღვევისათვის სახელმწიფო გაირიცხება ორგანიზაციის შემადგენლობიდან. გარიცხვა იმავე წესით ხდება, რა წესითაც მიიღება სახელმწიფო ორგანიზაციის წევრად. გაერო შედგება ექვსი მთავარი ორგანოს, მრავალი დამხმარე და სპეციალიზებული ორგანოსა და ორგანიზაციისაგან. მთავარი ორგანოებია: გაეროს გენერალური ასამბლეა, გაეროს უშიშროების საბჭო, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო, მეურვეობის საბჭო, გაეროს საერთაშორისო სასამართლო, გაეროს სამდივნო.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……