გაკვეთილის სასწავლო მიზანი

გაკვეთილის სასწავლო მიზანი

სასწავლო მიზანი არის იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელსაც უნდა მივაღწიოთ გაკვეთილის ბოლოს. სასწავლო მიზანი მასწავლებლისთვის სასწავლო პროცესის დაგეგმვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და იგი განსაზღვრავს გაკვეთილის სასწავლო აქტივობის შინაარსს.

გაკვეთილის მიზანი წარმოადგენს გაკვეთილის სპეციფიკურ, გაზომვად შედეგს. გაკვეთილის მიზანი შეიძლება იყოს რომელიმე უნარ-ჩვევის განვითარება, მაგალითად, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება. სასწავლო მიზანი იწერება კონკრეტულად, მარტივად და რეალისტურად. მაგალითად, გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები გაიგებენ, ახსნიან, აღწერენ, შეადარებენ, შექმნიან, გააანალიზებენ, პრობლემას გადაჭრიან, შეაფასებენ, გამოიკვლევენ და ა.შ.

გაკვეთილის მიზანი ქმნის როგორც მოსწავლეების პროგრესის შემოწმების, ასევე მასწავლებლის თვითშეფასების საფუძველს. ასევე, გაკვეთილის მიზნებიდან შესაძლებელია მოსალოდნელი სასწავლო შედეგების განსაზღვრა.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……