გამგეობა

გამგეობა

E. local government

ადგილობრივი მმართველობის ორგანო. საქართველოს კანონმდებლობით, სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და რაიონის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანო. იმ სოფელსა და თემში, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა სამი ათას კაცს არ აღემატება, გამგეობა არ იქმნება და მის ფუნქციას უშუალოდ გამგებელი ახორციელებს. გამგეობა უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას, შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტს, უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას, ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას (საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“, მუხლი 9-10, 23)

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……