გამოყენებითი სოციოლოგია

გამოყენებითი სოციოლოგია

სოციოლოგიური თეორიების, ცნებების, მეთოდების გამოყენება საზოგადოებასთან მიმართებაში. სოციოლოგიური იდეები გამოიყენება საზოგადოებრივი მუშაობის, განათლების, ინდუსტრიული ურთიერთობებისა და დაგეგმვის პრაქტიკაში. გ.ს. გამოსაკვლევი მოვლენებისა და პროცესების მიმართ ორ მიდგომას იყენებს: ინჟინრულსა და კლინიკურს. პირველი მიდგომის რეალიზაცია ხდება სოციალურ ინჟინერიაში, რომელიც ზოგად სოციოლოგიურ თეორიებსა და ცალკეულ გამოკვლევებში დაგროვილ ცოდნას იყენებს ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად, ამასთან, ძირითად მიზანს წარმოადგენს მართვის გაუმჯობესება. მეორე მიდგომა კლინიკურ სოციოლოგიაში გამოიყენება, რომელიც შესასწავლი სოციალური პროცესების თვისებრივ ანალიზს ახდენს, ადგენს დიაგნოზს, გვთავაზობს ალტერნატივას და ატარებს თერაპიულ ზომებს სოციალური ორგანიზაციის ეფექტურობის ამაღლების მიზნით. გ.ს.-ს განეკუთვნება ეკონომიკის სოციოლოგია, შრომის სოციოლოგია, პოლიტიკის სოციოლოგია, ეთნოსოციოლოგია, რელიგიის სოციოლოგია, მეცნიერების სოციოლოგია, კულტურის სოციოლოგია, ოჯახის სოციოლოგია, დანაშაულის სოციოლოგია, ახალგაზრდობის სოციოლოგია, სამართლის სოციოლოგია, განათლების სოციოლოგია, პიროვნების სოციოლოგია და ა.შ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……