გამოძიების ორგანოები

გამოძიების ორგანოები

E. inquest/ investigation bodies

სახელმწიფო ორგანოები, რომელთა გამომძიებლები აწარმოებენ სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარ გამოძიებას. საქართველოში ასეთი ორგანოებია პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. სამხედრო გამომძიებლები არიან პროკურატურის გამომძიებლები. ყველა გამომძიებელს უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად, აქვს თანაბარი უფლება-მოვალეობები. უწყებრივი და პერსონალური საგამოძიებო ქვემდებარეობა განსაზღვრულია კანონით (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 61-62).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……