გამჭვირვალეობა

გამჭვირვალეობა

E. Transparency

ტერმინი „გამჭვირვალეობა“ გამოიყენება გაერთიანების ორგანოთა მუშაობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის აღსანიშნავად. იგი ასევე უკავშირდება ევროკავშირის დოკუმენტების გაგების სიმარტივეს არსებობს მრავალი საჩივარი გამჭვირვალეობის ნაკლებობის შესახებ. ეს კი ევროპის იმ მოქალაქეთა შეხედულებას ასახავს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ევროპული სტრუქტურები ძალიან დაშორდნენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს ინფორმაციის ხელმიუწვდომელობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურის სირთულის გამო ამსტერდამის ხელშეკრულებამ ევროგაერთიანების ხელშეკრულებაში შეიტანა ახალი 255-ე მუხლი გამჭვირვალეობის შესახებ. იგი ევროპის კავშირის ყველა მოქალაქეს, აგრეთვე, წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს ევროპის პარლამენტის, მინისტრების საბჭოს და კომისიის დოკუმენტების გაცნობის უფლებას. ნებისმიერი შეზღუდვა ამ მხრივ (კერძო ან საზოგადოებრივი ინტერესის საფუძველზე) უნდა განისაზღვროს საბჭოს მიერ პარლამენტთან ერთად თანაგადაწყვეტილების პროცედურით, ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში. სამივე სტრუქტურა ვალდებულია დოკუმენტების საჯაროობის შესახებ სპეციალური დებულებები გაითვალისწინოს საპროცედურო წესებით.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

2. გამჭვირვალობა – Transparency  – მნიშვნელოვანი საარჩევნო პრინციპი, რომელიც მოიცავს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, პროცედურებზე დაკვირვებასა და პროცესის ღიაობას. ელექტორალურ პროცესთან მიმართებაში ”გამჭვირვალობას” რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: 1) პოლიტიკური კონკურენტებისათვის საშუალების მინიჭება საარჩევნო პროცესის მომზადების ყველა ასპექტის მეთვალყურეობისა, საარჩევნო კანონის პროექტებიდან დაწყებული შედეგების გამოცხადებისა და დავების ჩათვლით; 2) საზოგადოების უფლება, თვალყური ადევნოს საარჩევნო პროცესის ყველა სტადიას, ძირითადად არაპარტიულ დამკვირვებელთა და მასმედიის საშუალებით. 3) საერთაშორისო საზოგადოებისათვის უფლების მინიჭება, თვალი ადევნოს საარჩევნო პროცესის ყველა სტადიას.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

3. გამჭვირვალობა – – (ინტ.) transparency ობიექტის თვისება, უზრუნველყოს რაიმე შესაძლებლობები იმ შეზღუდვების გარეშე, რომლებიც ამ შესაძლებლობების რეალიზაციის ხერხთან არიან დაკავშირებულნი.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……