განვითარების უფლება

განვითარების უფლება

E. Rights to development

ყოველი ადამიანისა და ხალხის ხელშეუხებელი უფლებაა, იცხოვროს მშვიდობის პირობებში, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებაში თავისი კეთილდღეობისათვის: სახელმწიფო მოვალეა, შექმნას ყველა პირობა, რათა თითოეულ ადამიანს და ხალხს მიეცეს საშუალ;ება, გამოიყენონ ბუნებრივი რესურსები, დაეუფლონ განათლებას, ისარგებლონ ჯანდაცვის სისტემით, საკუთრებისა და ბინადრობის საკმარისი სტანდარტებით, უზრუნველყოფილნი იქნენ დასაქმებით ცხოვრების ყველა სფეროში და შემოსავლის სამართლიანი განაწილებით დღეისათვის მოთხოვნები რეგულირდება გაეროს გენერალ;ური ასამბლეის მიერ მიღებული ,,დეკლარაციით განვითარების უფლების შესახებ“ (1986), ვენის დეკლარაციითა და მოქმედების პროგრამით (1993): ამავე წელს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ შექმნილი განვითარების უფლების თაობაზე სამუშაო ჯგუფი თვალყურს ადევნებს ამ პრინციპების რეალიზაციის მსვლელობას, თუმცა მათ იურიდიულად სავალდებულო ძალა არ აქვთ 2002 წლის აგვისტო-სექტემბერში იოჰანესბურგში მოწვეულ იქნა მსოფლიო კონფერენცია უმაღლეს დონეზე, რომელმაც მიიღო დეკლარაცია მდგრადი განვითარებისა და გადაწყვეტილებათა შესრულების შესახებ გუ მიეკუთვნება ე.წ. კოლექტიურ უფლებებს (იხ. ადამიანის უფლებათა თაობები).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……