განკარგულება
E. order; instruction, direction
აღმასრულებელი ხელისუფლების კანონქვემდებარე აქტი, რომელიც აწესრიგებს ან წყვეტს რაიმე კონკრეტულ საკითხს.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
2. განკარგულება – გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს სასამართლოს თავმჯდომარე სხდომის თავმჯდომარის მიმართვის ან/და მანდატურის დაკავების ოქმის საფუძველზე, იმ პირის მიმართ, რომლის მიერაც დარღვეულ იქნა წესრიგი სასამართლოში. წყარო: ძირითად იურიდიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf
3. განკარგულება – Ordinance – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტი, რომელიც გამოიცემა ადმინისტრაციული ორგანოს ან უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ. საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge
…
….
…..
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……