განმცხადებელი ქვეყნები

განმცხადებელი ქვეყნები

E. Applicant Countries

ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას უფლება აქვს, გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის შესახებ 90-იან წლებში გაწევრიანების სურვილის შესახებ შემდეგმა ქვეყნებმა განაცხადეს: თურქეთმა: განაცხადი მიღებულია 1987 წლის 14 აპრილს; კვიპროსმა: 1990 წლის 3 ივლისი; მალტამ: 1990 წლის 16 ივლისი; უნგრეთმა: 1994 წლის 31 მარტი; პოლონეთმა: 1994 წლის 5 აპრილი; რუმინეთმა: 1995 წლის 22 ივნისი; სლოვაკეთმა: 1995 წლის 27 ივნისი; ლატვიამ: 1995 წლის 13 ოქტომბერი; ესტონეთმა: 1995 წლის 24 ნოემბერი; ლიტვამ: 1995 წლის 8 დეკემბერი; ბულგარეთმა: 1995 წლის 14 დეკემბერი; ჩეხეთმა: 1996 წლის 17 იანვარი; სლოვენიამ: 1996 წლის 10 ივნისი; 1997 წლის დეკემბერში ლუქსემბურგის ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა 1998 წელს მოლაპარაკებების დაწყება ექვს ქვეყანასთან: კვიპროსთან, ჩეხეთთან, ესტონეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და სლოვენიასთან. ეს ექვსი ქვეყანა ქმნიდა გაფართოების პირველ ტალღას. მეორე ტალღა მოიცავდა ხუთ ქვეყანას: ბულგარეთს, ლატვიას, ლიტვას, რუმინეთსა და სლოვაკეთს. მოლაპარაკებათა მიმდინარეობა დამოკიდებული იყო აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროგრესზე 2002 წლის დეკემბერში კოპენჰაგენის ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ათი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპული ქვეყნის ევროპის კავშირში მიღების თაობაზე. ეს ქვეყნებია ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი და ჩეხეთი. რაც შეეხება ბულგარეთსა და რუმინეთს, 2007 წლისათვის ეს ორი ქვეყანაც მიუერთდება ევროპის კავშირს. 2004 წელს კი გადაწყდება, აკმაყოფილებს თუ არა თურქეთი კრიტერიუმებს მიერთების მოლაპარაკებათა დასაწყებად. ამ მიზნით, ევროკავშირმა გადაწყვიტა თურქეთისათვის მიერთებისწინა დახმარების გაზრდა 2003 წლის 16 აპრილს ხელი მოეწერა გაფართოების ხელშეკრულებას, რომელიც ძალაში 2004 წლის პირველ მაისს შევა. მანამდე ხელშეკრულებამ რატიფიცირების პროცესი უნდა გაიაროს ევროპის კავშირის თითოეულ ქვეყანასა და ახალ წევრ-სახელმწიფოებში აღსანიშნავია, რომ შვეიცარიამ, ლიხტენშტეინმა და ნორვეგიამ სხვადასხვა დროს ასევე განაცხადეს ევროპის კავშირში გაწევრიანების სურვილის შესახებ. მიუხედავად ამისა, 1972 და 1994 წლებში გამართულ რეფერენდუმებზე ნორვეგიელებმა უარი თქვეს ევროპის გაერთიანებაში გაწევრიანებაზე. ლიხტენშტეინისა და შვეიცარიის განაცხადები კი თაროზე შემოიდო მას შემდეგ, რაც შვეიცარიამ რეფერენდუმის გზით უარი თქვა ევროპის ეკონომიკურ ზონაში გაწევრიანებაზე.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……