განმცხადებელი

განმცხადებელი – პირი, რომელიც მიმართავს სასამართლოს განცხადებით თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.   წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

2. განმცხადებელი – ;   ფიზიკური ან იურიდიული პირი ან მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ითხოვს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშნვის რეგისტრაციას ან რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლებას.   Source: საქართველოს კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“, 1999 წლის 22 ივნისი, მუხლი 2;   ;   ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოითხოვს პატენტის მიღებას   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საპატენტო კანონი“, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2;   ;   პირი, რომელიც ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელ სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს განაცხადს ლიცენზიის მიღების მიზნით.   Source: საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1;   ;   ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მოწმობას.   Source: საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“, 1999 წლის 5 თებერვალი, მუხლი 2;   ;   ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მცენარის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების უფლებას.   Source: საქართველოს კანონი „სასოფლოსამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……