განსაცდელის სტადია

განსაცდელის სტადია – სიტუაცია, როდესაც დანამდვილებითაა ცნობილი, რომ გემს ან ადამიანების სიცოცხლეს 51 საფრთხე ემუქრება და ის საჭიროებს შველას, რადგან: ა) მიღებულია ინფორმაცია, რომ გემს ან ადამიანების სიცოცხლეს სერიოზული და გარდუვალი საფრთხე ემუქრება; ბ) განგაშის სტადიის დაფიქსირების შემდეგ ვერ მოხერხდა ვერც გემთან დაკავშირება და ვერც ინფორმაციის სხვა წყაროებიდან მიღება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლებელია გემი იმყოფებოდეს განსაცდელში; გ) მიღებული ინფორმაციით, გემის საექსპლუატაციო საიმედობა იმდენადაა დარღვეული, რომ განსაცდელის სტადია გარდუვალია.   Source: საქართველოს კანონი „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“, 2000 წლის 29 სექტემბერი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……