განტევების ვაცი

,,განტევების ვაცი“

E. Scapegoating

თავდასხმის (ან თავდაცვის) ფორმა, როდესაც საკუთარი პრობლემები, ან უსიამოვნებანი სხვა რომელიმე ისეთ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს ბრალდება, რომელთაც არ შეუძლიათ შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევა. „გ.ვ-ის” ძებნა მაშინ იწყება, როდესაც ადამიანთა რომელიმე ჯგუფი გრძნობს ხიფათს, მაგრამ არ შეუძლია მუქარის წყაროს მიმართ რეაგირება. ამიტომ ისინი სხვა, სუსტ, ან საზოგადოების მიერ ათვალისწუნებულ, არაპოპულარულ ჯგუფს იღებენ სამიზნედ. „გ.ვ-ის” ძებნას ფსიქოლოგიური თვითდამკვიდრების ფუნქციაც აქვს, ვინაიდან შედეგის მიღწევის შემთხვევაში ბადებს საკუთარი უპირატესობის გრძნობას.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……