გარანტი

გარანტი

E. warantor, (exchange) anderwriting, (economics) surety

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გასცემს გარანტიას.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. გარანტია

E. backing, guaranty, warrant, (bank) guarantee, surety, (book-keeping) voucher, (customs) bond, (industrial economy) andertaking, (insurance) assurance, (legal) security

G. garantie

Fr. garantie

1. ფინანსურად მყარი, მაღალრეიტინგული საწარმოების ან სპეციალური დაწესებულებების მიერ გაცემული საგარანტიო ვალდებულება (ვალდებულებების ერთობლიობა). საგარანტიო ვალდებულებათა სუბიექტებად ძირითადად გამოდიან ბანკები და შედარებით ნაკლებად – თავად საწარმო მსესხებლები. ზოგიერთ ქვეყანაში საგარანტიო ვალდებულებებს გასცემენ სპეციალური სამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც მიზნობრივი ფონდები აქვთ;

2. ფიზიკური ან იურიდიული პირის ვალდებულება მთლიანად ან ნაწილობრივ პასუხი აგოს კრედიტორის წინაშე, მოვალის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში;

3. გამყიდველის (მწარმოებლის, მიმწოდებლის) ვალდებულება გარკვეული ვადის განმავლობაში პასუხი აგოს გაყიდული (წარმოებული, მიწოდებული) საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის შენარჩუნებაზე.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. გარანტია – თავდებობა, სამართლებრივი პრინციპებისა და საშუალებების ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს ვალდებულებათა შესრულებას.   Source: საქართველოს კანონი „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……