გარემოს დაცვა

გარემოს დაცვა

E. Environment

ევროგაერთიანების გარემოს დაცვითი პოლიტიკის მიზანი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. გარდა ამისა, იგი მიზნად ისახავს ბუნებრივი რესურსებით უფრო ფრთხილი და რაციონალური სარგებლობის წახალისებას. ამასთანავე, გაერთიანება ცდილობს, საერთაშორისო დონეზე წამოჭრას გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები გარემოს დაცვის პოლიტიკის ჩამოყალიბება და ამ სფეროში გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა პროცედურით მიმდინარეობს –თანაგადაწყვეტილების პროცედურა გამოიყენება 174-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების (გარემოს დაცვა) მიღწევისათვის კონკრეტული ქმედებების განსახორციელებლად. ამ შემთხვევაში საბჭო კონსულტაციისათვის მიმართავს ეკონომიკისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და რეგიონების კომიტეტს. საბჭო ასევე მოქმედებს თანაგადაწყვეტილების პროცედურის შესაბამისად იმ ზოგადი სამოქმედო გეგმების შემუშავებისას, რომლებიც პრიორიტეტულ მიზნებს განსაზღვრავენ –საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ერთხმად, ევროპის პარლამენტთან და ეკონომიკისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ, როდესაც საქმე ეხება ფინანსური ხასიათის საკითხებს, როგორიცაა, ქალაქისა დაგეგმარება და მიწით სარგებლობა; ან იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ამა თუ იმ წევრი სახელმწიფოს მიერ ენერგორესურსების არჩევანზე –ამსტერდამის ხელშეკრულებამ მდგრადი განვითარება ევროკავშირის ერთ ერთ მიზნად განსაზღვრა. ამასთანავე, გარემოს დაცვის მოთხოვნებს განსაკუთრებული როლი დაეკისრა გაერთიანების პოლიტიკაში, განსკუთრებით კი საერთო ბაზრის განვითარების კონტექსტში. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდა წევრი სახელმწიფოების მიერ ევროგაერთიანებაზე უფრო მკაცრი ზომების მიღება გარემოს დაცვის სფეროში. კომისია მეთვალყურეობს ამ გამკაცრებულ ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ ისინი არ ეწინააღდეგებოდნენ საერთო ბაზრის განვითარებას. კომისია ამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს. მის საკანონმდებლო ინიციატივას შესაძლოა გარემოს დაცვის მხრივ გარკვეული შედეგები მოჰყვეს.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……