გასაჩივრების პროცედურა

გასაჩივრების პროცედურა

E. Appeal procedure

პროცედურა, რომლის მიხედვითაც ზემდგომი სასამართლო განიხილავს დავის მონაწილე ერთ-ერთი მხარის საჩივარს ქვემდგომი სასამართლო ორგანოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საქმეებში შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენი, სამოქალაქო საქმეებში კი გასაჩივრებას ექვემდებარება საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ან მიყენებული ზარალის კომპენსაციის მოცულობა. ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მე-5 პარაგრაფში ნათქვამია: „რაიმე დანაშაულისათვის თითოეულ მსჯავრდებულს უფლება აქვს, რომ მისი მსჯავრი და განაჩენი გადაისინჯოს ზემდგომი ინსტანციის მიერ კანონის მიხედვით”.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……