გაუჩინარება – უგზო – უკვლოდ დაკარგვა

გაუჩინარება – უგზო – უკვლოდ დაკარგვა

E. Dissapearance

ტერმინი პირველად გამოიყენეს მთავრობის იმ განსაკუთრებული პრაქტიკის აღწერისათვის, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული გვატემალაში (1966 წლის შემდეგ), ჩილეში (1973) და არგენტინაში (1976), და, რომელიც გულისხმობს ადამიანის მოტაცებას გარკვეული ჯგუფის მიერ. ამ ჯგუფის წევრები, ხშირად (სავარაუდოდ), თანამდებობის პირები არიან. ტერმინი იმ პირების მიმართ გამოიყენება, რომლებიც დიდი ხნით გაუჩინარდნენ, მათი ჩათვლით, ვინც გაქრა, მაგრამ მათი გვამი შეიძლება აღმოჩენილ იქნეს გარკვეული დროის შემდეგ. გ. გულისხმობს გაუხსნელ შემთხვევებს, როდესაც პოლიტიკური დანაშაულის მსხვერპლნი ვერ აღმოაჩინეს, ან დამნაშავენი უცნობად დარჩნენ. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება ის შემთხვევები, რომლებიც კლასიფიცირდება, როგორც პოლიტიკური მკვლელობა. შემთხვევები, რომლებიც შემდგომში დაკავებას, ან დაპატიმრებას მიაკუთვნეს, ერთიანდება ცნებაში: “არამართლზომიერი დაპატიმრება, დაკავება, ან გადასახლება”. მოტაცება და მძევლების აყვანა არასამთავრობო, ან ოპოზიციური ძალების მიერ ხშირად ამავე კატეგორიას განეკუთვნება. გ-ს ხშირად მოჰყვება წამება და შემდგომი მკვლელობები. სავარაუდო გ-თან დაკავშირებული ცნობების შეკრებისას მხედველობაში უნდა ვიქონიოთ შემდეგი მოთხოვნები: 1. გაუჩინარებულის ოჯახმა უნდა გამოიკვლიოს ყველა ადგილი, სადაც შეიძლება იმყოფებოდეს დაკავებული, ან გაუჩინარებული ადამიანი: ციხეები, საპოლიციო უბნები, მორგები და ა.შ.; 2. სავარაუდო გ-ის შესახებ უნდა განცხადდეს, რაც პოლიციას გამოძიების დაწყების საშუალებას მისცემს; 3. საჭიროა ჩვენებების ჩამორთმევა იმ პირებისთვის, რომლებიც დაკავების მოწმენი გახდნენ; 4. საჭიროა ჩევენებების ჩამორთმევა იმ პირებისთვის, რომლებმაც ნახეს დაკავებული მისი პატიმრობის, ან წამების ადგილას. თუ ეს მოთხოვნები შესრულებულია, გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ ასეთ ადამიანს გაუჩინარებულად მიიჩნევენ.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……