გაუძევებლობა

გაუძევებლობა

E. Non-Refoulment

ფრანგული წარმოშობის ტერმინი, რომელიც ,,უკან არდაბრუნებას“ ნიშნავს და გამოიყენება ლტოლვილთათვის თავშესაფრის მაძიებელთა და სხვა უცხოელთათვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში მათი საკუთარ სახელმწიფოში იძულებით დაბრუნების დაუშვებლობას, მით უმეტეს, როდესაც ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ამ პირებს თავიანთ ქვეყანაში დისკრიმონაციისა და სიცოცხლისათვის საფრთხის მომტანი პირობები ხვდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი სახელმწიფო თვითონ საზღვრავს უცხოელთა შემოსვლის ან გასვლის სტანდარტებს და საერთაშორისო სამართალში არ არსებობს ნორმა (პოლიტიკური თავშსაფრის გარდა), რომელიც კრძალავს არასასურველი (თუ ეს დისკრიმინაციული არ არის) პიროვნებისათვის იმიგრანტის სტატუსის მინცემის აუცილებლობას, ითვლება, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარე, არ შეიძლება ლტოლვილთა და უკეთესი ცხოვრების მაძიებელთა უკან დაბრუნება, თუ ისინი აღმოჩნდებიან გაუსაძლის სოციალურ დაეკონომიკურ პირობებში.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……