გაფიცვა

გაფიცვა

E. Strike

მოსამსახურეთა ჯგუფის მიერ პროტესტის ნიშნად მუშაობის შეწყვეტა სამუშაოს მიმცემის მოქმედების, ან უმოქმედობის გამო. გ. ოფიციალურად ითვლება, როდესაც მას ფორმალურად მხარს უჭერს პროფკავშირი. გ. არაოფიციალურია, როდესაც მოსამსახურენი სპონტანურად მოქმედებენ, პროფკავშირის ოფიციალური მხარდაჭერის გარეშე. საერთაშორისო სამართლის მიხედვით არავინ იძულებით არ უნდა მიიღოს მონაწილეობა გ-ში, ისევე, როგორც იძულებით არ უნდა გახდეს პროფკავშირის წევრი. გ-ის უფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონმდებლობით, ან სასამართლოს მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ზარალის მიყენების თავიდან ასაცილებლად.

See also: ეკონომიკური და სოციალური უფლებები

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. strike, turnout, walk-out

კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების მიზნით მუშაკთა დროებითი, ნებაყოფლობითი უარი შრომითი მოვალეობების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე (საქართველოს კანონი “კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების შესახებ”, მუხლი 2).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……