გაღრმავებული თანამშრომლობა

გაღრმავებული თანამშრომლობა

E. Closer Cooperation

გაღრმავებული თანამშრომლობა ევროპის კავშირის ხელშეკრულების მეშვიდე თავში და ევროპის გაერთიანების ხელშეკრულების მე-11 მუხლშია გათვალისწინებული. ასეთი თანამშრომლობის მიზანია, საშუალება მისცეს იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ თანამშრომლობის გაღრმავება, განაგრძონ ევროპული ინტეგრაციის პროცესი ევროპის კავშირის ინსტიტუციური ჩარჩოს შიგნით: იმისათვის რომ განხორციელდეს გაღრმავებული თანამშრომლობა, საჭიროა გარკვეული პირობების დაკმაყოფილება, კერძოდ, ეს თანამშროლობა; უნდა მოიცავდეს სფეროს, რომელიც არ შედის გაერთიანების ექსკლუზიურ კომპეტენციაში; უნდა ემსახურებოდეს ევროპის კავშირის მიზნების მიღწევას; უნდა ითვალისწინებდეს ხეკშეკრულებების პრინციპებს; უნდა წარმოადგენდეს ერთადერთ არსებულ საშუალებას არსებულ ვითარებაში; მასში უნდა მონაწილეობდეს წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობა; ევროპის გაერთიანების ხელშეკრულების თანახმად, გაღრმავებული თანამშრომლობის პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრების საბჭო. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის წინადადების საფუძველზე და პარლამენტთან კონსულტაციის შემდეგ, ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით; ევროკავშირის ხელშეკრულების თანახმად, გაღრმავებული თანამშრომლობის მიზანია თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სივრცის უფრო სწრაფი განვითარება. შესაბამისი წევრი სახელმწიფოების თხოვნით გადაწყვეტილებას იღებს საბჭო კვალიფიციური უმრავლესობით, კომისიის მოსაზრების მიღებისა და პარლამენტისათვის შესაბამისი მოთხოვნის გადაცემის შემდეგ; ნიცის ხელშეკრულებამ შეცვალა დებულებები გაღრმავებული თანამშრომლობის შესახებ. კერძოდ, ხელშეკრულება ერთ დებულებაში იძლევა იმ ათი კონკრეტული პირობის ჩამონათვალს, რომელიც საჭიროა გაღრმავებული თანამშრომლობის პროცედურის დასაწყებად. ნიცის ხელშეკრულება განსაზღვრავს მინიმალურ რაოდენობას (8 სახელმწიფო) წევრი სახელმწიფოებისა, რომელთაც შეუძლიათ გაღრმავებული თანამშრომლობის პროცედურის დაწყება. ამასთანავე, ევროგაერთიანების ხელშეკრულებიდან ამოღებულია დებულება, რომლის თანახმადაც წევრ სახელმწიფოს შეუძლია ვეტო დაადოს გაღრმავებული თანამშრომლობის პროცედურის დაწყებას. სანაცვლოდ, წევრ სახელმწიფოს შეუძლია, მოითხოვოს საკითხის გადაცემა ევროპული საბჭოსათვის განსახილველად; ნიცის ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს გაღრმავებული თანამშრომლობის შესაძლებლობას ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ერთობლივი ქმედებებისა და ერთიანი პოზიციების გასატარებლად. თუმცა, ასეთი თანამშრომლობა არ უნდა იყოს დაკავშირებული თავდაცვის სფეროსთან.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……