გაძევება მასობრივი

გაძევება მასობრივი

E. Mass explusion

სახელმწიფოს მიერ თავის ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული თუ ეთნიკური, რელიგიური ჯგუფების გაძევება ტერორისა და ძალდატანების სხვა საშუალებების გამოყენებით, რაც დანაშაულია ადამიანობის წინააღმდეგ. იგივე კვალიფიკაცია მიეცემა შიდა კონფლიქტების დროს გარკვეული მოსახლეობის გაძევებას ან იძულებით გადასახლებას. დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის მოსახლეობის მასობრივი გაძევება მაოკუპრებელი სახელმწიფოს ან კონფლიქტის ზონაში დროებით გამარჯვებული სეპარატისტული ძალების მიერ, რაც განიხილება ეთნიკური წმენდის ერთ-ერთ სახედ ლისაბონის სამიტზე (ეუთო) სახელმწიფოებმა დაგმეს აფხაზი სეპარატისტების მიერ წარმოებული ეთნიკური წმენდა, ,,რომელიც გამოიხატა, ძირითადად, ქართული მოსახლეობის მასობრივი განადგურებითა და იძულებით გაძევებით,“ რის შედეგადაც დახოცილ იქნა 10000 მოსახლე, ხოლო 200000-ზე მეტი პიროვნება იძულებული გახდა ქცეულიყო ლტოლვილად და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირად.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……