გაძევება

გაძევება

E. Expulsion

ყოველი ქვეყნის სუვერენული უფლება – ნებაყოფლობით, ან ძალის გამოყენებით დაატოვებინოს უცხოლეს საკუთარი ტერიტორია. გ. ასევე გულისხმობს უცხოელის ძალისმიერ გაყვანას ქვეყნის ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის წარმომადგენლის დაცვის ქვეშ – იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატი „პერსონა ნონ გრანტად“ გამოცხადდა (მაგალითად, შპიონაჟის ან ტერორიზმისათვის) და არ დატოვა მიმღებბი ქვეყნის ტერიტორია დიპლომატიური ურთიერთობების ვენის კონვენციით (1961) დაწესებული გონივრული ვადის განმავლობაში.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. Expulsion

სახელმწიფოს მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს უცხოელის თავისი მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოსათვის გადაცემას. საზოგადოდ, პირი შეიძლება გაძევდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება ან მისი ყოფნა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს საზოგადოებრივ კეთილდღეობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას სხვა ქვეყნების კანონმდებლობის მსგავსად, საქართველოს კანონმდებლობაც ადგენს გ-ის წესსა და პირობებს. კერძოდ, ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (1993 წელი) მიხედვით, უცხოელი მოქალაქეები, აგრეთვე საქართველოში დროებით მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირები (იხ. ბიპატრიდი) საქართველოდან შეიძლება გაძევებულ იქნან: ა) თუ აღარ არსებობს საქართველოში მათი შემდგომი ყოფნის საფუძველი; ბ
თუ ისინი უკანონოსდ შემოვიდნენ ან იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე; გ) თუ მათი ყოფნა საქართველოში ეწინააღმდეგება სახელმწიფო უშიშროების ინტერესებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; დ) თუ ეს აუცილებელია საქართველოს მოქალაქეების და საქართველოში მყოფ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის; ე) თუ ისინი განზრახ სისტემატურად არღვევენ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; კანონი ასევე ადგენს, რომ უცხოელი მოქალაქეები და საქართველოში დროებით მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირები ვალდებულნი არიან, გ-ს შესახებ გადაწყვეტილების მათთვის გასაგებ ენაზე წარდგენის შემდეგ გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადაში არასაპატიო მიზეზით არ გავლენ საქართველოდან, ისინი იძულებით გაძევდებიან და გაძვდებიან ერთი წლის განმავლობაში მათზე არ გაიცემა საქართველოში შემოსასვლელი ვიზა და მიგრანტის ბარათი (29-ე მუხლის მე-3 პუნქტი). გადაწყვეტილება საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით კანონი ასევე ადგენს, რომ არ შეიძლება საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოდან გაძევება (31-ე მუხლი).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……