გაწევრიანების მოლაპარაკებები

გაწევრიანების მოლაპარაკებები

E. Accession Negotiations

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ათი სახელმწიფოს განაცხადი ლუქსემბურგის ევროპულმა საბჭომ მისაღებად მიიჩნია (1997 წლის დეკემბერი), გადაწყდა, რომ მოლაპარაკებების პროცესი ორ ფაზად დაყოფილიყო: 1998 წლის 30 მარტს მოლაპარაკებები დაიწყო „პირველი ტალღის” ექვს ქვეყანასთან (ესტონეთი, კვიპროსი, პოლონეთი, სლოვენია, უნგრეთი და ჩეხეთი); ხოლო „მეორე ტალღის” კიდევ ხუთი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა ევროპის კავშირს შეუერთდებოდა მაშინ, როდესაც საგრძნობი იქნებოდა ამ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმების განვითარება. პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა და გაერთიანების კანონმდებლობის შიდა კანონმდებლობაში გადატანის პროცესი რეგულარულად მოწმდებოდა თითოეული განმცხადებელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შეფასების პროცესი 1999 წლის ივნისამდე გაგრძელდა. შემდეგ შემუშავდა სამუშაო პროგრამა და განისაზღვრა პოზიციები მოლაპარაკებათა დასაწყებად. მოლაპარაკებები კანდიდატ ქვეყნებთან ორმხრივი მთავრობათშორისი კონფერენციების ფორმით მიმდინარეობს (ევროპის კავშირი – განმცხადებელი ქვეყანა). ექვს თვეში ერთხელ იკრიბებიან მინისტრები, ხოლო თვეში ერთხელ – ელჩები. 2002 წლის დეკემბერში კოპენჰაგენის ევროპულმა საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ათი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპული ქვეყნის ევროპის კავშირში მიღების თაობაზე. ეს ქვეყნებია: ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი და ჩეხეთი. რაც შეეხება ბულგარეთსა და რუმინეთს, 2007 წლისათვის ეს ორი ქვეყანაც მიუერთდება ევროპის კავშირს. 2004 წელს კი გადაწყდება, აკმაყოფილებს თუ არა თურქეთი კრიტერიუმებს მიერთების მოლაპარაკებათა დასაწყებად. ამ მიზნით, ევროკავშირმა გადაწყვიტა თურქეთისათვის მიერთებისწინა დახმარების გაზრდა. 2003 წლის 16 აპრილს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას გაფართოების შესახებ, რომელიც ძალაში 2004 წლის 1 მაისს შევა. მანამდე ხელშეკრულებამ რატიფიცირების პროცესი უნდა გაიაროს ევროპის კავშირის თითოეულ ქვეყანასა და ახალ წევრ სახელმწიფოში.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……