გენდერული ადაპტაცია

გენდერული ადაპტაცია

მოცემულ სინამდვილეში მამაკაცისა და ქალის არსებული ხატებისადმი, გენდერული სტერეოტიპებისადმი შეგუების პროცესი. გენდერული ადაპტაცია მოიცავს იმ ბიო-ფსიქო-სოციალურ ფაქტორებს, როემლიც ისტორიულად ყალიბდება და ფუნქციონირებს, როგორც მორალურ-გენდერული ჩარჩოები. ამ დროს ვითარდება ის უნარ-ჩვევები, რომელიც მიღებულია ნორმად, წესად. გენდერული კონფლიქტი, სექსუალობა, სიყვარული, ბიოლოგიურისა და ფსიქოლოგიურის ურთიერთმიმართება სქესის როლური ადაპტაციის საფუძველია და განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ადეკვატურად ხდება ინდივიდის მიერ რეალობის აღქმა. გენდერული ადაპტაციის დარღვევა ხშირად ფსიქოსომატური დარღვევების, ნევროზის, კრიმინალური ქმედების საფუძველი ხდება. ცხოვრების რეალიებისადმი მოქნილი დამოკიდებულება უფრო მეტად ანდროგინული ტიპის ადამიანს ახასიათებს, ვიდრე გენდერული სტერეოტიპების მატარებელს.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……