გენდერული ასიმეტრია

გენდერული ასიმეტრია

ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლების სისტემა და ა.შ.) ქალთა და მამაკაცთა არათანაბარი წარმომადგენლობა. მაგალითად, საქართველოში მოსახლეობის 52 პროცენტს ქალები შეადგენენ, მაგრამ მათი რაოდენობა საკანონმდებლო ორგანოში წლიდან წლამდე 6-7 პროცენტს არ აღემატება. ქალები არ ინიშნებიან წამყვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პოსტებზე, მათ ხელი არ მიუხვდებათ მსხვილ ბიზნესზე „საუკუნის პროექტებზე“, ბანკებზე, რაც გენდერული ასიმეტრიის მაჩვენებელია. არჩევნების დროს პარტიების გენდერულმა ექსპერტიზამ ცხადყო, რომ იქ ქალები მინიმალური რაოდენობით არიან წარმოდგენილნი და იშვიათად ხვდებიან პარტიული სიის პირველ ათეულში ან ოცეულში. პროფესიული სფეროც რაოდენრობრივი უთანაბრობის (ასიმეტრიის) მაჩვენებელია. არსებობს წარმოდგენა წმინდა ქალურ პროფესიებზე (პედაგოგი, ექიმი, მეჩაიე, და ა.შ.) რაც ხშირად პროფესიული სეგრეგაციის მიზეზი ხდება. გენდერული ასიმეტრია მასკულინური იდეოლოგიის – ქალის მხოლოდ დედის, ცოლის, ბებიის ფუქნციით შემოფარგვლის ილუსტრაციაცაა. გენდერული ასიმეტრია უშუალოდ უკავშირდება ქალისა და მამკაცის ფარულ თუ ხილულ დისკრიმინაციას. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ასიმეტრიის ნიშნები შრომის ანაზღაურების პოლიტიკაში, სიღარიბის ზღვრულ დეფიმინიზაციაში. რაც ხშირად ქვეყნის განვითარების შეფერხების მიზეზი ხდება.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……