გენდერული კვლევა

გენდერული კვლევა

სამეცნიერო კვლევის შედარებით ახალი დარგი, რომელიც XX 70-800-იან წლებში ჩამოყალიბდა. იგი სწავლოსბ მოცემულ სოციალურ-კულტურულ კონტექსტში გენდერული იდენტობის, უთანასწორობის, დისკრიმინაციის, ძალადობის რეპრეზენტაციებს, ქალურობისა და მამაკაცურობის პრობლემებს, როგორც საოჯახო უოფაში, ასევე გლობალურ დისკურსში. ბუნებრივია, იგი მოიცავს ფემინიზმის განვითარების დინამიკის აღწერას, ქალთა უფლებების რეალიზების მცდელობებს, ქალთა მოძრარობის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. \ დასავლეთის მრავალ უმაღლეს სასწავლებელში პოლიტოლოგიის, ეკონომიკის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, კულტუროლოგიის, ჟურნალისტიკის, პედაგოგიკისა და სხვა ფაკულტეტებზე ისწავლება საგანი – გენდერი, რომელსაც კვლევის ახალ მიმართულებებთან (სტრატეგიული, მიგრაციული, მშვიდობის, მოქალაქეობის და ა.შ.) ერთად უდიდესი წვლილი შეაქვს აკადემიური მეცნიერების განვითარებაში.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……