გენდერული კვოტა

გენდერული კვოტა

(ლათ.quota – რისიმე დასაშვები რაოდენობა, მიღებული ნორმა, დადგენილი წილი)– წარმოაგდენს კანკნით განსაზღვრულ ნორმას პოლიტიკურ ინსტიტუციებში – საკანომდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში – ქალთა მონაწილეობის გასააქტიურებლად. კვოტირების იდეა მოიზარებს ქალთა დაცვას პოლიტიკური იზოლაციისგან. იგი ეფექტური საშუალებაა გენდერული უთანასწორობის მისაღწევად, რაც ქვეყანაში „წარმომადგენლობითი დემოკრატიის“ ბაზისს ქმნის. მთელს მსოფლიოში ქალთა 30 პროცენტიანი წარმომადგენლობა ითვლება ე.წ. „კრიტიკულ მასად“, რომელიც საშუალებას აძლევს ქალებს, როგორც ინტერესთა ჯგუფს, სახელმწიფო პოლიტიკაზე საგრძნობი გავლენა მოახდინონ. გაეროს 1990 წლის ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების რეკომენდაციის თანახმად – 30 პროცენტიანი კვოტირება განიხილება, როგორც დირექტიული ხასიათის მინიმალური მოთხოვნა სახელმწიფო სტრუქტურების დემოკრატიზაციისათვის. მაგალითად, იტალიაში ქალები 50 პროცენტიანი რაოდენობით უნდა დაფიქსირდნენ საარჩევნო ბიულეტენებში, ხოლო ბრაზილიაში – 20 პროცენტიანი, არგენტინაში 30 პროცენტიანი კვოტით. ამ უკანასკნელში არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს ქალთა გადანაცვლებას პარტიული სიით არგამსვლელ პოზიციებზე. კვოტირების სისტემა დროებითი, იძულებითი, ხელოვნური ღონისძიებაა, მაგრამ , რადგანაც ქალთა ჩართვა სახელმწიფოს მმართველ სტრუქტურებში მრავალ ბარიერთანაა დაკავშირებული, კვოტირება, როგორც იძულებითი ზომა, ამ ბარიერების გადალახავს ემსახურება. 2003 წელს საქართველოს პარლამენტში კვოტირების სისტემის დანერგვის ინიციატივამ ვერ ჰპოვა მხარდაჭერა მიუხედავად ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კომიტეტის 29-ე, 34-ე და 35-ე რეკომენდაციებისა, რომელიც საქართველოს მთავრობას ავალდებულებს სპეციალური დროებითი ღონისძიებების გატარებას, კერძოდ კი, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის კვოტირების დაწესებას.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……