გენდერული მგრძნობელობა

გენდერული მგრძნობელობა

ადამიანის, ადამიანთა ჯგუფის, ტექსტის, სტრუქტურის „სუბიექტური“ მიმართება მამაკაცისა და ქალის თანასწორობის ფენომენისადმი. ამგვარი მგრძნობელობა სულაც არ წარმოადგენს მხოლოდ ფემინიზმის მიმდევრების განსჯის საგანს. იგი სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების, სიფხიზლის ორგანული ატრიბუტია და მისი ხარისხი მოცემული სოციუმის შემფასებელ კატეგორიად შეიძლება ჩაითვალოს. განსაკუთრებით საინტერესოა მასკულტურის, უფრო კონკრეტულად კი, მასმედიის ნიმუშების მონიტორინგი გენდერული მგრძნობელობის რაკურსით. მხატვრული, აუდიო-ვიზუალური თუ საგაზეთო პროდუქტი მრავლად შეიცავს სექსისტურ ტექსტებსა და ქვეტექსტებს, რომლის შემჩნევა-არშემჩნევა პიროვნების პიროვნების გენდერულ მგრძნობელობაზეა დამოკიდებული. \ გენდერულად მგრძნობიარე კონსტიტუცია, სისხლის სამართლის კოდექსი, ეკონომიკა, ბიუჯეტი, დასაქმების სფერო, საბანკო, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა, მასმედია გენდერული თანასწორობის მიღწევის საშუალებაა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის თანახმად: „ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხდულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური, რომელიმე წოდებისადმი და საზოგადოებრივი გაერთიანებისადმი კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის ან ქონების მდგომარეობის გამო, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვაიდთ ორ წლამდე“. სამწუხაროდ, კანონმდებლობაში არ არსებობს სპეციალური მუხლები, რომლებიც გენდერული დისკრიმინაციის, გენდრული ძალადობის, ოჯახური ძალადობის საკითხებს მოიცავს. ამგვარი სამართლებრივი ვაკუუმი სერიოზული ბარიერია გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……