გენდერული ძალადობა

გენდერული ძალადობა

ძალადობის ფორმა (აგრესია, შეურაცხყოფა, მუქარა, ცემა), რომელიც ხორციელდება ერთი სქესის წარმომადგენლის მიერ მეორე სქესის (ქალის, მამკაცის) მიმართ. რადგანაც პატრიარქალურ საზოგადოებაში მამაკაცებს განსაკუთრებული უფლებები ენიჭებათ, ძალადობის სამიზნე უფრო ხშირად ქალია. გენდერული ძალადობა ემყარება ორმაგ მორალს, აღზრდის ტიპს, კულტურულ და რელიგიურ ტრადიციებს, ცრურწმენებს. ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ მამაკაცს აქვს უფლება და მისთვის რეკომენდებულიცაა ადრეული ასაკიდან, ქორწინებამდე მიიღოს სქესობრივი გამოცდილება, ქალი კი გათხოვებამდე ქალწული უნდა იყოს. მამაკავისათვის დასაშვებია სქესობრივი თავისუფლება, ცოლის ღალატიც, ხოლო ქალი უნდა იყოს პატიოსანი, ღალატის შემთხვევაში კი იგი გაცილებით მკაცრადიკიცხება, ვიდრე მამაკაცი. მამაკაცებს ე.წ. „დონჟუანობა“ დადებით თვისებად ეთვლებათ და „აქტივში“ ეწერებათ. ორმაგი მორილის სტანდარტები საზოგადოების ისტორიული განვითარების ყველა ეტაპზე არსებობდა, მაგრამ განსაკუთრებით მკვეთრად იგი გამოვლინდა ინგლისელი დედოფლის ვიქტორიას მმართველობის დროს (1837-1901 წწ.), ამიტომაც ორმაგ მორალს ვიქტორიანულ მორალსაც უწოდებენ. \ გენდერული ძალადობის მიზანია მოპირდაპუირე სქესზე ძალაუფლების კონტროლის გამაყარება. არსებობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, ლატენტური (ფარული) ძალადობა. საქართველოში გავრცელებული ქალის მოტაცება, მასზე ქორწინების მიზნით, ასევე გენდერული ძალადობის ფორმას წარმოადგენს.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……