გენდერ-მეინსტრიმინგი

გენდერ-მეინსტრიმინგი

(ინგლ. Main – მთავარი, streaming – წყება, დინება, ხაზის გატარება) – ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გენდერული ინდიკატორების გატარების კომპლექსური პოლიტიკა. მაგალითად, პეკინის პლატფორმის 12 პრიორიტეტიდან 1998 წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდნეტის განკარგულებით შექმნილმა „ქალთა განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემმუშავებელმა სახელმწიფო კომისიამ“ სამოქმედო გეგმისთვის 7 ძირითადი პრიორიტეტი აირჩია: ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნა; ქალის როლისა და მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; ეკონომიკური პოლიტიკა; ქალი და სიღარიბე; ქალი და შეიარაღებული კონფლიქტები; ქალის ჯანმრთელობის გაუმჯობესება; ქალთა უფლებები. არსებობს ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულებები საქართველოში ქალთა უფლებების განმტკიცების გეგმის შესახებ (2000-2002 და 2002-2004 წლებისა). თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი სფერო გულისხმობს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის პოლიტიკის გატარებას და გენდერული ასიმეტრიის დაძლევას საერთაშორისო და ეროვნული შეთანხმების საფუძველზე.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……