გეშტალტი

გეშტალტი

მთელი ტოტალობა გ-ის სინონიმებია. ტერმინი პირველად ფსიქოლოგიაში 1890 წ. შემოიტანა ქ.ფ. ერენფელსმა (აქედან: გეშტალტფსიქოლოგია, გეშტალტთერაპია). სოციოლოგიაში გ-ის ცნება გულისხმობს სოციალურ წარმონაქმნს, სტრუქტურას, რომელიც ცალკეული ნაწილებისაგან შედგება. ამ ნაწილების ურთიერთდამოკიდებულება ქმნის გ-ს. გ-ს აქვს ის თვისება, რომელიც მის ცალკე აღებულ არც ერთ ნაწილს არ გააჩნია. სოციალური სტრუქტურა, როგორც მთელი, თავისი საკუთარი იდენტობით ხასიათდება. თვისება, რომელიც ინტეგრირებულ მთელს აქვს, მაგრამ მის ცალკეულ ნაწილებს არ გააჩნია, გ-ის ხარისხად იწოდება.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……